მიმდინარე სეზონიდან, მატეო გენდუზი გერმანიის ბუნდესლიგაში ითამაშებს: ლონდონის “არსენალმა” ფრანგი ცენტრალური ნახევარმცველი ბერლინის “ჰერტაში” გაანათხოვრა. 21 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანი გახლავთ, რომლის განათხოვრებაც “მეთოფეთა” ხელმძღვანელებმა ამ სეზონში მას მერე გადაწყვიტეს, რაც მიკელ არტეტასთან ურთიერთობა გაუფუჭდა. გენდუზი გერმანიის დედაქალაქში 2021 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. მის სატრანსფერო ღირებულებას Transfermarkt-ი 32 მილიონ ევროდ აფასებს. The one you’ve all been waiting for ⏳ Welcome to the club, @MatteoGuendouzi! 🤩 […]