მატეო კოვაჩიჩმა სიტისთან შეთანხმებას მიაღწია
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატეო კოვაჩიჩმა “სიტისთან” შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, გუნდები ფეხბურთელის ფასზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გაისაუბრენენ. 2022-2023 წლების სეზონში ხორვატმა ,,არისტოკრატების” მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ ხვალ “სიტის” ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელის. 10 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გვარდიოლას გუნდი “ინტერს” დაუპირისპირდება. […]
ნ’გოლო კანტე კარიერას ალ იტიჰადში გააგრძელებს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნ’გოლო კანტე კარიერას “ალ იტიჰადში” გააგრძელებს. 32 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება ლონდონშივე გაიარა. ფრანგმა არაბულ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, გახანგრძლივების პერსპექტივით. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, სეზონში 100 მილიონ ევროს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ კანტეს “ჩელსიში” დარჩენა სურს, მხარეები ახალი კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ “ალ იტიჰადთან” ერთად ნ’გოლოს დამატებას “ალ ნასრიც” ცდილობდა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული “მეცის” შემტევი – გიორგი მიქაუტაძე, იტალიური და ინგლისური საფეხბურთო კლუბების სატრანსფერო სამიზნეა. აღნიშნულ ინფორმაციას, ავტორიტეტული იტალიური მედია საშუალება La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, მიქაუტაძის ტრანსფერით “ჯენოა” აქტიურად ინტერესდება, თუმცა, მისი შეძენა “უდინეზესაც” სურს. უდინელები მიქაუტაძეს ბეტოს იდეალურ შემცვლელად განიხილავენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ჯენოასა” და “უდინეზეს” კონკურენციას […]
პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო სეივის ავტორად კეპა დასახელდა | VIDEO
ESPN-მა პრემიერლიგის სეზონის ყველაზე ცუდი თერთმეტეული დაასახელა
ESPN-მა პრემიერლიგის 2022-2023 წლების სეზონი შეაჯამა და იმ ფეხბურთელებისგან შედგენილი თერთმეტეული დაასახელა, რომლებმაც წელს თავი ვერ გამოიჩინეს. სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, 3 მოთამაშე ლონდონის ,,ჩელსიდანაა”: მეკარე – ილან მელიე (ლიდსი) მცველები – კლემან ლენგლე (ტოტენჰემი), ლიანკო ვოინოვიჩი (საუთჰემპტონი), ჰარი მაგუაიერი (მან. იუნაიტედი), მარკ კუკურელია (ჩელსი) ნახევარმცველები – კელვინ ფილიპსი (მანჩესტერ სიტი), ჯონჯო შელვი (ნოტინგემ ფორესტი), […]
მილანმა ჩელსისთან ლოფტუს-ჩიკის ტრანსფერი თითქმის შეათანხმა
ლონდონის ,,ჩელსის” ნახევარმცველი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი ,,მილანში” გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეები გრძელვადიან კონტრაქტზე თითქმის შეთანხმდმენ და ახლა ,,როსონერი” ,,ჩელსისთან” მოლაპარაკებებს ფეხბურთელის ფასზე მართავს. 2022-2023 წლების სეზონში ლოფტუს-ჩიკმა ,,ჩელსის” მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. 27 წლის ფეხბურთელს ლონდონურ გუნდთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
“წინსვლა განაგრძე ძმაო” – ხვიჩა კვარაცხელიამ მუდრიკი გაამხნევა
სეზონი “ჩელსისთვის” და მიხაილო მუდრიკისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. ლონდონელებმა პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონი მე-12 პოზიციაზე დაასრულეს. რაც შეეხება უკრაინელ შემტევს. “ჩელსიში” გადასვლის შემდეგ მასზე დიდი იმედები მყარდებოდა, თუმცა, მოლოდინები ვერ გამართლდა. მიხაილომ პრემიერ ლიგას ალღო ვერ აუღო და სეზონი უგოლოდ დაასრულა. რამდენიმე საათის წინ, მუდრიკმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აშკარად ეტყობა, რომ […]
კარაგერი: ,,აშკარაა, რომ მუდრიკი ჩელსიში დიდი ფულის გამო მივიდა”
,,ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი, ჯეიმი კარაგერი მიიჩნევს, რომ ლონდონის ,,ჩელსის” შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს: ,,ვინ არიან ეს ფეხბურთელები? ვიცი, რომ ,,ჩელსიმ” დიდი ფული დახარჯა, მაგრამ, სერიოზულად ვამბობ – ვინ არიან ეს ფეხბურთელები? რის ჯეიმსი სულ ტრავმირებულია… ვფიქრობ, ენცო ფერნანდესს დიდი პოტენციალი აქვს. გუნდში მეკარეების პრობლემაა, ასევე, არ ჰყავთ თავდამსხმელი, რასაც ნკუნკუ გამოასწორებდა. მიხაილ მუდრიკი აშკარად დიდი […]
პოჩეტინო: საუკეთესო ვარიანტი ჩელსისთვის
“ტოტენჰემთან” ემოციური გამომშვიდობების შემდეგ, მაურისიო პოჩეტინო “ნისლიან ალბიონს” მწვრთნელის რანგში პირველად უბრუნდება. მცირე მიმოხილვით დავიწყოთ: მიმდინარე სეზონში, “ჩელსიმ” ოთხი (!!!) მწვრთნელი გამოიცვალა. სტარტზევე, სრულიად მოულოდნელად, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა ტომას ტუხელმა დატოვა. იგი გრაჰამ პოტერმა ჩაანაცვლა, რომელსაც ზურგს “ბრაიტონის” შესანიშნავი გამოცდილება უმაგრებდა, თუმცა ამ უკანასკნელმა “არისტოკრატებში” ვერ გაამართლა. ბრუნო სალტორმა გუნდი მოედანზე მწვრთნელის რანგში მხოლოდ […]
ოფიციალურად – მაურისიო პოჩეტინო ჩელსის მთავარი მწვრთნელია
51 წლის არგენტინელმა მწვრთნელმა – მაურისიო პოჩეტინომ “ჩელსი” ოფიციალურად ჩაიაბარა. ინფორმაცია ლონდონურმა კლუბმა თავად დაადასტურა. არგენტინელი საქმიანობას ოფიციალურად 2023 წლის 1 ივლისიდან შეუდგება და კლუბში 2026 წლის ჩათვლით დარჩება. პოჩეტინოს წლების განამვლობაში არაერთ საფეხბურთო გრანდში უმუშავია: 2009-2012 წლები – “ესპანიოლი” 2013-2014 წლები – “საუთჰემპტონი” 2014-2019 წლები – “ტოტენჰემი” 2021-2022 წლები – “პსჟ”
პოჩეტინომ ლონდონის ჩელსისთან კონტრაქტი გააფორმა
მაურისიო პოჩეტინო ლონდონის ,,ჩელსის” მთავარი მწვრთნელი გახდება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, არგენტინელმა სპეციალისტმა ,,არისტოკრატებთან” კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა და ინფორმაცია მალე ოფიციალურად დადასტურდება. პოჩეტინო ბოლოს ,,პარი სენ ჟერმენში” მუშაობდა, საიდანაც 2022 წლის ზაფხულში დაითხოვეს. მანამდე 51 წლის სპეციალისტი ,,ტოტენჰემს”, ,,საუთჰემპტონსა” და ,,ესპანიოლს” წვრთნიდა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო ტურის წინ ,,ჩელსის” 43 […]
“არისტოკრატების” პორტუგალიელი ვარსკვლავი – ჟოაო ფელიქსი, ხვიჩა კვარაცხელიას პერფორმანსით აღფრთოვანებულია და მას ტოპ მოთამაშეს უწოდებს. Twitter-ზე, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვას, ჟოაო ფელიქსმა შემდეგი პასუხი გასცა: “ტოპ ფეხბურთელია. მისი შესაძლებლობები ძალიან მომწონს“. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა “ნაპოლიში” სადებიუტო სეზონში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელებს ისტორიაში […]