პეპ გვარდიოლას მე-100 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

პეპ გვრადიოლამ ორმატჩიან დუელში კარლო ანჩელოტი აშკარად დაჯაბნა. ორი შეხვედრის ჯამში ესპანელმა სპეციალისტმა მის ვიზავის 5:1 მოუგო და ფინალის საგზურიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება პეპისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მეასე იყო. გვარდიოლაზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია – სერ ალექს ფერგიუსონი და კარლო ანჩელოტი. “მანჩესტერის” ყოფილი მწვრთნელის ანგარიშზე 102 გამარჯვებაა, ხოლო ანჩელოტიმ 107 გამარვებას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ გვარდიოლამ აღნიშნულ რიცხვს სულ რაღაც 160 შეხვედრაში მიაღწია.

პეპ გვარდიოლას მე-100 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

სტატიის ავტორი
-