საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ლევან კობიაშვილთან და ალექსანდრე იაშვილთან ერთად ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართა. სლოვაკმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ სექტემბერში საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში საქართველო ჩილეს დაუპირისპირდება. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კოპა ამერიკას მოქმედი ჩემპიონის მატჩი დიდი ალბათობით თბილისში გაიმართება.