ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, ,,უოტფორდმა”, რომელსაც ,,დინამო თბილისის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი წვრთნის, ,,ნორვიჩს” სტუმრად 3:1 მოუგო. ,,უოტფორდი” შეხვედრაში მე-17 წუთზე ემანუელ დენისის გოლით დაწინაურდა. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს – თავი პუკიმ გამოიჩინა. 63-ე წუთზე ისმაილა სარმა ჩისკოს გუნდი წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა, მატჩის მიწურულს კი სენეგალელმა დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. […]