უოტფორდმა ჩისკო დაითხოვა
,,უოტფორდმა” ინფორმაცია გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჩისკო მუნიოსის დათხოვის შესახებ ოფიციალურად დაადასტურა. ,,ონავრების” განცხადებაში წერია, რომ კლუბი ესპანელ სპეციალისტს გასული სეზონისთვის მადლობას უხდის, თუმცა ბოლოდროინდელი შედეგებით უკმაყოფილოა. ჩისკო ,,უოტფორდის” მწვრთნელად 2020 წლის დეკემბერში დაინიშნა და გუნდი ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში უოტფორდელები 7 ტურის შემდეგ 7 ქულით ცხრილის მე-14 პოზიციაზე არიან. ℹ Watford FC […]
ჩისკო: “ეს ფეხბურთია და აქ მსაჯები ხშირად ცდებიან”
“საბურთალოსთან” უგოლოდ დასრულებული უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების შემდეგ, “დინამო თბილისის” მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. “მართლაც კარგი შეხვედრა გამოვიდა. ორივე გუნდი მობილიზებული იყო და კარგად თამაშობდა. გოლის გატანის კარგი შანსები გვქონდა. ასეთ შეხვედრაში პატარა დეტალებსაც კი ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. შეიძლებოდა “საბურთალოს” მეკარის გაძევებაც, თუმცა ეს ფეხბურთია და მსაჯები ხან ერთ მხარეს ცდებიან, ხან მეორეს”,-თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.
ჩისკო: “ზეწოლას გავუძელით, რთული პერიოდი გადავლახეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ”
დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონია. “ვიტ ჯორჯიასთან” ბოლო ტურში 2:0 გამარჯვების შემდეგ, თბილისელთა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ტრიუმფალურად დასრულებული გათამაშება შეაფასა. “სეზონი ძალიან რთული გამოვიდა, განსაკუთრებით საწყისი პერიოდი. რთული მომენტები გადავლახეთ, ბევრ ზეწოლას გავუძელით და დღეს დამსახურებული ჩემპიონები ვართ. ბედნიერები ვართ ამ გამარჯვებით, ახლა ჩემპიონობის აღნიშვნის და ზეიმის დროა, ხვალიდან ახალ სეზონზე და ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრს დავიწყებთ”,-თქვა […]
ლა ლიგიდან ეროვნულ ლიგაში: დინამო თბილისი ესპანელ თავდამსხმელს დაიმატებს
“დინამო თბილისი” სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს. Live.ge-ის წყაროს ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ესპანელ თავდამსხმელს უახლოეს პერიოდში გაიფორმებს. კარლოს კასტრო, რომელიც დედაქალაქური კლუბის ინტერესებშია, ხიხონის “სპორტინგში“, “ელჩეში“, “მალიორკასა” და “ლუგოში” თამაშობდა და კარიერის განმავლობაში ლა ლიგაში 51 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი. 25 წლის ფეხბურთელი ჩისკოს გუნდში მეორე ესპანელი იქნება – ზაფხულში “ლურჯ-თეთრებმა” […]
გადადებული თბილისური დერბი დინამომ მოიგო – საბურთალოს ზედიზედ მეორე მარცხი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის გადადებული შეხვედრა 23 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” გაიმართა. “დინამო” და “საბურთალო” ერთმანეთს თავდაპირველად, 4 ოქტომბერს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრების ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრის დროს, მოედნის საფრის კარგ მდგომარეობაში ყოფნის გამო, თბილისური დერბი გადაიდო. საინტერესოა, რომ ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საქართველოს ჩემპიონატში თითქმის თვენახევრიანი პაუზის შემდეგ ითამაშა, რაც გუნდის ევროსარბიელზე გამოსვლით, შემდეგ კი […]
ჩისკო: “უოტფორდმა მანჩესტერთან მხეცივით უნდა ითამაშოს”
“უოტფორდის” მთავარის მწვრთნელის, ჩისკო მუნიოსის განცხადებით, “მანჩესტერ იუნაიტედის” დასამარცხებლად მისმა გუნდმა FA თასის მესამე რაუნდში მაქსიმუმი უნდა გამოავლინოს. 9 იანვარს, 23:59-ზე, “ნისლიან ალბიონზე” გადაბარგებულ ჩისკოს, ოლე გუნარ სოლსკიაერის “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოუწევს დაპირისპირება და ბუნებრივია, ამ მატჩისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია. “მთავარია, რომ გუნდმა მხეცივით იბრძოლოს და სიამოვნება მიიღოს. ვიცი, რომ რთული მატჩი გველოდება – მანჩესტერი შესანიშნავი […]
ჩისკო | ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით
ინგლისის ასოციაციის თასზე, “მანჩესტერ იუნაიტედთან” განცდილი მარცხის შემდეგ, “უოტფორდის” მთავარი მწვრთნელი – ჩისკო, აღნიშნავს, რომ მისმა ფეხბურთელებმა ბრძოლისუნარიანობა და თავგანწირვა გამოავლინეს. ჩისკოს მტკიცებით, ის ამაყობს “უოტფორდის” ფეხბურთელებით. სკოტ მაკტომინაის მიერ, შეხვედრის საწყის წუთებზე გატანილი გოლი დაპირისპირებაში ერთადერთი აღმოჩნდა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” მინიმალური სხვაობით (1:0) გაიმარჯვა და ასოციაციის თასის მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, ჩისკომ […]
ჩისკოს გუნდის დრამატული გამარჯვება – უოტფორდი ჩემპიონშიფში მეორე ადგილს ინარჩუნებს (ვიდეო)
ინგლისის ჩემპიონშიფის 36-ე ტურის შეხვედრაში, “უოტფორდმა” “კარდიფი” დრატამულ შეხვედრაში – 2:1 დაამარცხა. ჩისკოს გაწვრთნილმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება 93-ე წუთზე მოახერხა, როცა ანგარიში – 1:1 იყო და ადამ მასინამ მეტოქის კარის დალაშქვრა საჯარიმო დარტყმით შეძლო. ეს ჩრდილოეთ ლონდონური კლუბისთვის ზედიზედ მეოთხე, ესპანელი სპეციალისტისთვის კი ახალ კლუბში რიგით მე-11 მოგება გახლდათ. ამ გამარჯვების და ჩატარებული 36 ტურის შემდეგ, […]
ჩისკოს ზედიზედ მეოთხე მოგება და უშუალო კონკურენტის მარცხი – უოტფორდმა მეორე ადგილი გაიმყარა
ინგლისის ჩემპიონშიფის 37-ე ტურის შეხვედრები “უოტფორდისთვის” წარმატებული გამოდგა. გარდა იმისა, რომ ჩისკოს გაწვრთნილმა გუნდმა თავისი მატჩი “როტერჰემის” წინააღმდეგ – 4:1 მოიგო და ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გამარჯვებას მიაღწია, უშუალო კონკურენტებმა ქულები დაკარგეს და ამან “დინამო თბილისის” ყოფილ მწვრთნელს ახალ კლუბთან ერთად მეორე ადგილის შენარჩუნებაში ხელი შეუწყო. “ბრენტფორდმა”, რომელიც “დერბი ქაუნთის” პირველი ნახევრის შემდეგ – 2:0 უგებდა, საბოლოო […]
უოტფორდის გეგმები | ჩისკო რჩება, გუნდი ეშლი იანგით ინტერესდება
ბრიტანული მედიის თანახმად, “დინამო თბილისის” ყოფილ მწვრთნელს და ამჟამად, “უოტფორდში” მომუშავე ჩისკოს, გუნდი სრულ ნდობას უცხადებს. ესპანელმა გუნდის ხელმძღვანელობის იმედები სრულად გაამართლა და “უოტფორდი” პრემიერ ლიგაში დააბრუნა. სტატისტიკა კი ასეთია: 25 მატჩში, გუნდმა 17 მოგებას, 3 ფრესა და 5 მარცხს მოუყარა თავი (იგულისხმება თასზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩიც). “უოტფორდში” ასეთი კულტურაა დამკვიდრებული: არავინ იცის, გუნდში ვინ […]
უოტფორდს ჩისკო “სჭირდება” | ესპანელმა ნდობა დაიმსახურა
პრემიერ ლიგის მე-5 ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, “ნორვიჩის” წინააღმდეგ მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ (1:3), “უოტფორდის” კიპერმა ჩისკოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ბენ ფოსტერის მტკიცებით, “უოტფორდის” მთავარმა მწვრთნელმა ნდობა დაიმსახურა. “კეროუ როუდზე” გამართული შეხვედრა, ჩისკოსათვის “უოტფორდის” მთავარი მწვრთნელის რანგში გამართული 33-ე ოფიციალური მატჩი აღმოჩნდა. ამხანაგური მატჩების ჩათვლით, ჩისკომ “უოტფორდის” მთავარი მწვრთნელის რანგში 40 შეხვედრა გამართა. ჩისკომ მიაღწია […]