17 ივნისს, უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე, სხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების განახლების თარიღებთან ერთად, ერთა ლიგის ახალი 20202/2021 წლების გათამაშების კალენდარიც დადგინდა. საქართველოს ნაკრები C დივიზიონის პირველ ჯგუფში ესტონეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და სომხეთის ეროვნულ გუნდებთან ერთად მოხვდა. ჯვაროსნები ერთა ლიგის ახალ გათამაშებას ბალტიისპირელებთან სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრით 5 სექტემბერს დაიწყებენ და მათთანვე, 18 ნოემბერს საშინაო მატჩით დაასრულებენ. […]