“ეს არ უნდა დავუშვათ” – გიუნდოგანი მაკედონიასთან დამარცხების შემდეგ
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მესამე ტურის მატჩებში დიდი სენსაცია დაფიქსირდა. გერმანიის ეროვნული ნაკრები შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:2 დამარცხდა. გერმანიის ნაკრები 2001 წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველად დამარცხდა. ისინი ბოლოს 2001 წელს, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ 5:1 დამარცხდნენ. გერმანიის ნაკრების მხრიდან ერთადერთი გატანილი გოლის ავტორმა – ილქაი გიუნდოგანმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ეს […]
ძველი ფორმით EURO 2020-ზე | ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია სკანდალში გაეხვა
EURO 2020-ზე საასპარეზოდ, ჩრდილოეთ მაკედონიამ ფორმა წარადგინა, თუმცა საზოგადოებისგან ნეგატიური გამოხმაურება მიიღო და სკანდალი აგორდა. ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია იძულებული გახდა საჯარო ბოდიში მოეხადა და ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისათვის კვლავ ძველი დიზაინის მაისური დაეუბრუნებინა. ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს – შესაბამისად, ჩრდ. მაკედონელები ეკიპირების მწარმოებელი გერმანული ფირმა “იაკოსგან” რაღაც განსაკუთრებულს ელოდნენ. ეროვნული ნაკრების […]
გორან პანდევი კარიერას ევრო 2020-ის შემდეგ დაასრულებს
ჩრდ. მაკედონიის კაპიტანი სანაკრებო კარიერის დასრულებას გეგმავს: გორან პანდევის განცხადებით, ევრო 2020-ზე, ნიდერლანდების წინააღმდეგ, იგი ეროვნული ნაკრების ფორმას უკანასკნელად მოირგებს. პანდევმა ჩრდ. მაკედონიის ნაკრებში 20 წელზე მეტი გაატარა და ამ პერიოდში 121 მატჩსა და 37 გოლს მოუყარა თავი. აქედან 1 გოლი კი, საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ყოველთვის ემახსოვრება: სწორედ პანდევის გოლით, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა “ჯვაროსნები” საკუთარ […]