რეალმა ჩუამენის ტრანსფერი დაადასტურა
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ორელიენ ჩუამენი კარიერას მადრიდის ,,რეალში” გააგრძელებს. ინფორმაციას ,,სამეფო გუნდის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 22 წლის ნახევარმცველმა ,,რეალთან” 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი პრეზენტაცია ახალ კლუბში 14 ივნისს, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ შედგება. ესპანური მედიის ცნობით, მადრიდელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევრომდე გადაიხადეს. ჩუამენი ,,ბორდოს” აღზრდილია, საიდანაც 2020 წელს ,,მონაკოში” გადავიდა. გასულ სეზონში ნახევარმცველმა […]
ჩუამენი: ,,როცა რეალის ქამბექები ვნახე, აგენტს მივწერე – გთხოვ, ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ იქ ვითამაშო”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ორელიენ ჩუამენიმ მადრიდის ,,რეალში” გადასვლაზე ისაუბრა: ,,ჩემი ტრანსფერის თანხა? ამაზე ლაპარაკი ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ, ვცდილობ, რომ ჩემს პოზიციაზე საუკეთესო ვიყო. ტრანსფერის ღირებულება საერთოდ არ მაინტერესებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს, მადრიდის რეალთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული იყო. როცა პსჟ-სთან და მანჩესტერ სიტისთან მათი მატჩები ვნახე, ჩემს აგენტს მივწერე: ,,გთხოვ, ყველაფერი გააკეთე […]