“მანჩესტერ იუნაიტედი” კლუბში ფინანსების მოზიდვას და ახალი სპონსორის შემატებას გეგმავს, რომელიც “წითელ ეშმაკებს” წელიწადში 70 მილიონი ევროს მოგებას მოუტანს. კლუბის ამჟამინდელი გენერალური სპონსორი “შევროლე” “მანჩესტერთან” 2014 წლიდან თანამშრომლობს და გუნდის სათამაშო მაისურის წინა მხარეს სწორედ ამერიკული მანქანის მწარმოებელი კომპანიის ლოგო ამშვენებდა. საინტერესოა, რომ ამ მოქმედი გარიგების პირობებით, ინგლისური კლუბი 64 მილიონ ევროს იღებს, რაც ფეხბურთის […]