ელიგის მონაწილე კლუბების ყველა ტესტმა COVID19-ზე უარყოფითი პასუხი აჩვენა
Საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბების COVID-19-ზე ტესტირების პირველი ეტაპი დასრულდა. სავალდებულო ტესტირების ფარგლებში, სფფ-ს ეგიდით, მატჩის განაცხადში შემავალ ოფიციალურ პირებს, ტესტირება ჩაუტარდა და ყველა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ჩემპიონატის განახლებამდე, ეროვნული ლიგის კლუბები სავალდებულო ორკვირიან შეკრებას იზოლირებულ ბაზებზე გაივლიან. რის შემდეგაც, ჩემპიონატის განახლებამდე, განმეორებითი ტესტირება ჩატარდება. ეროვნული ლიგა მესამე ტურიდან, 25 ივნისს, […]
კურტუას ტესტმა COVID19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა
მადრიდის “რეალის” მეკარეს ტიბო კურტუას კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. 28 წლის გოლკიპერმა ტესტი ბელგიის ნაკრების შეკრებაზე ჩაიტარა, სადაც მან დადებითი პასუხი მიიღო. ბელგიური მედიის ცნობით, კურტუას ზუსტი მდგომარეობას მას მერე გასაჯაროვდება, რაც ის სისხლის ანალიზის პასუხს მიიღებს. ამ შემთხვევაში, მადრიდის “ატლეტიკოს” და ლონდონის “ჩელსის” ყოფილ კარის დარაჯს ეროვნული გუნდის დახმარება ვეღარ შეეძლება და ის დანიისა და […]
სინიშა მიხაილოვიჩმა კორონავირუსიც დაამარცხა
“ბოლონიას” მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიხაილოვიჩი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამ ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 51 წლის სპეციალისტს კორონავირუსზე ორჯერ გამოკვლევა ჩაუტარდა და ტესტის შედეგები უარყოფითი აღმოჩნდა. 8 სექტემბერს, მიხაილოვიჩი გუნდთან მუშაობას განაახლებს. COVID19-ით სერბი თავკაცი 23 აგვისტოს დაინცფიცირდა. უფრო ადრე, მიხაილოვიჩს გაცილებით მძიმე დაავადებაც დაუდგინდა, თუმცა “რომას”, “ლაციოს” და “ინტერის” ყოფილმა მცველმა სიმსივნის დამარცხებაც მოახერხა. […]
სალაჰის მორიგი ქველმოქმედება – ეგვიპტელი კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაება
“ლივერპულისა” და ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა კორონავირუსთან საბრძოლველად თავისი მშობლიური ქალაქის კლინიკას დახმარების ხელი გაუწოდა. 28 წლის ფეხბურთელმა ქალაქ ბასჯუნში მდებარე საავადმყოფოს მიაწოდა ჟანგბადის ბალონები და ყველა საჭირო აპარატურა, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაში კლინიკისთვის აუცილებელია. სალაჰმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც შეიტყო, რომ საზოგადოებრივ საავადმყოფოებში ჟანგბადის უკმარისობის გამო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. სალაჰმა […]
რაულს კორონავირუსი დაუდასტურდა
მადრიდის “რეალის” ლეგენდარულ თავდამსხმელს, რაულ გონსალეს ბლანკოს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. 43 წლის ესპანელი, რომელიც ამჟამად “სამეფო კლუბის” ახალგაზრდულ გუნდს ხელმძღვანერლობს, კარანტინში იმყოფება. როგორც AS-ი იუწება, “კასტილიას” მთავარმა მწვრთნელმა სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ, COVID19-ზე ტესტი ჩაიტარა, პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა. ცხადია, ის “ხეტაფესთან” ჩასატარებელ შეხვედრას გამოტოვებს, მის საქმეში დაბრუნებას კი “სამეფო კლუბში” იანვრის ბოლოს უნდა ელოდნენ, თუმცა […]
ევრო 2020-ზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველს, ბილი გილმორს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. 20 წლის ფეხბურთელის ტესტმა COVID19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. ამრიგად, ლონდონის “ჩელსის” შუახაზელი იზოლაციაშია გადაყვანილი და იქ ათ დრეს გაატარებს. შედეგად, ახალგაზრდა ტალანტი თავის ეროვნულ გუნდს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ხორვატიის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. 18 ივნისს ახალგაზრდა ფეხბურთელებს შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებთან და […]
კორონავირუსი: ბორჯღალოსნების მწვრთნელის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. “ბორჯღალოსნების” თავკაცს COVID19-ით ინფიცირება სამხრეთ აფრიკაში დაუდასტურდა და დაუყოვნებლივ, იოჰანესბურგის საავადმყოფოში მოათავსეს. მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად კრიტიკული იყო, ახლა კი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან 2 ივლისს ტესტ-მატჩი გამართა და 40:9 დამარცხდა. ამ ნაკრებებს შორის გასამართი მეორე შეხვედრა გაუქმდა, რადგან ორივე […]
ინტერის ფეხბურთელი დაშავდა იმ მატჩის გახურებისას რომელიც არ ჩატარდა
სერია A-ში მორიგი კოვიდ-აფეთქება დაიწყო – მე-20 ტურის 4 მატჩი ამ მიზეზით გადაიდო. მათგან ერთ-ერთი “ბოლონია” – “ინტერია”. აღნიშნული მატჩისთვის მილანელები ბოლონიას ესტუმრნენ. იმისთვის, რომ ტექნიკური წაგება არ დაფიქსირებულიყო, სიმონე ინძაგის ფეხბურთელები სტადიონზე გამოცხადდნენ და მოედანზე გასახურებლადაც გავიდნენ. ამ ფაქტში ყველაზე კურიოზული ისაა, რომ “ინტერის” ნახევარმცველი, ფედერიკო დიმარკო დაშავდა. 24 წლის იტალიელმა ტრავმა იმ მატჩის […]