ოფიციალურად – დანი ოლმო ლაიპციგის ფეხბურთელია
ზაგრების “დინამოს” მთავარი დამრტყმელი ძალა დღეს “ლაპციგის” ფეხბურთელი გახდა. ესპანელ ნახევარმცველს 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. 21 წლის ფეხბურთელი დღეიდან “ლაიპციგისთვის” შეუტევს. ოლმომ ზაგრების “დინამოში” 5 წელი გაატარა და ამ პერიოდის მანძილზე 124 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გულშემატკივარს თავი 34 გოლით დაამახსოვრა. დანი ოლმო ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც გამოდიოდა. მთავარ ნაკრებში კი მას მხოლოდ ერთი შეხვედრა […]
დანი ოლმოს გოლი ატლეტიკოსთან (ვიდეო)
დანი ოლმოს გოლი საქართველოს ნაკრების კარში (ვიდეო)
მოლაპარაკებები დაწყებულია: ბარსელონა დანი ოლმოს დაბრუნებას შეეცდება
Sport.es–ის ინფორმაციით, “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დანი ოლმოს შეძენას შეეცდება. წყარო ირწმუნება, რომ კატალონიური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ “ლაიფციგის” ფეხბურთელის აგენტებს. ესპანელი ნახევარმცველის კონტრაქტი გამოსასყიდ თანხად 80 მილიონ ევროს ითვალისწინებს, მაგრამ “ბლაუგრანაში” იმედოვნებენ, რომ ფასის შემცირებას მოახერხებენ. დანი ოლმო “ბარსელონას” აკადემიის, “ლა მასიას” აღზრდილია, რომლის 18-წლამდელთა გუნდიც 2014 წელს დატოვა და ხუთწელიწადნახევარი ზაგრების “დინამოში” გაატარა. […]
დანი ოლმოს ქუჩაში თავს დაესხნენ და დააყაჩაღეს
“ლაიფციგის” და ესპანეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, დანი ოლმო დააყაჩაღეს. ინციდენტი 24 წლის ფეხბურთელის სამშობლოში მოხდა, როცა იგი შვებულების პერიოდს ვალენსიაში ატარებდა. როგორც ესპანური მედია იუწყება, ფეხბურთელმა ძვირადღირებული საათი დაკარგა, რომლის დეტალური ღირებულებაც 30 000 ევროს უდრიდა. მომხდარის დროს, დანი ოლმო ძმასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, რა დროსაც დაშავდა. ოლმოს ესპანეთის ნაკრებში 24 მატჩში 4 […]