დანიის ფეხბურთის ფედერაციამ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე კრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა: ,,დღეს დილით კრისტიან ერიქსენთან ვისაუბრეთ, მან თანაგუნდელები მოიკითხა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკაში გამოკვლევებს განაგრძობს. გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, გუნდი და სამწვრთნელო შტაბი ერთმანეთის დახმარებას განაგრძობს. გვინდა, თბილი დამოკიდებულებისთვის მადლობა გადავუხადოთ ყველა გულშემატკივარს, ფეხბურთელს, დანიისა და ინგლისის სამეფო ოჯახებს, საერთაშორისო ასოციაციებსა და გუნდებს,” […]