სერია ა-ს მე-7 ტურში, რომაულ დერბიში გამარჯვების შემდეგ, “რომას” იტალიელმა ნახევარმცველმა, დანიელე დე როსიმ კომენტარი გააკეთა. “რომა სწორი გზით ვითარდება. როდესაც ყველაფერი კარგად არ მიდის, მაშინვე იწყება საუბარი ახალი ფეხბურთელებისა და მწვრთნელის მოყვანის საჭიროებაზე, თუმცა ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია შეცდომების გამოსწორება. ჩვენ პროფესიონალები ვართ და მხოლოდ კარგ შედეგზე ვართ ორიენტირებულები”, – აღნიშნა 35 წლის ფეხბურთელმა. […]