მილანის “ინტერმა” განაცხადა, რომ კრისტიან ერიქსენს ამ სეზონში იტალიაში თამაშის უფლება არ ეძლევა. აღნიშნული დასკვნა მედიკოსებმა მას შემდეგ გამოიტანეს, რაც მიმდინარე წლის ზაფხულში, ევრო 2020-ზე მან გონება დაკარგა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, რამდენიმე წამის განმავლობაში გულიც გაუჩერდა. 12 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, ფინეთის წინააღმდეგ, 29 წლის ნახევარმცველის გადასარჩენად დეფიბრილატორი (ელექტრო-შოკი, ICD) დაუმონტაჟეს. […]