2016 წლის შემდეგ პირველად, დონეცკის “შახტარმა” უკრაინის ჩემპიონატის მოგება ვერ მოახერხა და ტიტულს სწორედ ამ გუნდის ყოფილი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ ახალ კლუბთან, კიევის “დინამოსთან” ერთად დაეუფლა. ამ ფაქტის შემდეგ, დონეცკელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის კასტროს მუშაობის მიმართ კითხვის ნიშნები გაჩნდა. უკრაინულ პრესაში იწერება, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელი სპცეიალისტი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს და მისი სავარაუდო შემცვლელთა გვარებიც […]