ევროლიგის მეხუთე ტურის მატჩში შინ მარტივად იმარჯვა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”. ვიტორიელები თურქულ “დარუშაფაკას” დაუპირისპირდნენ და მეტოქე 26 ქულის სხვაობით 82:56 დაამარცხეს. თოკო ტრადიციულად “ბასკონიას” ბომბარდირი გახდა, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა პარკეტზე მხოლოდ 17:34 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე თავი 13 ქულას, 6 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 19 შეადგინა და […]