მესი, რონალდუ და სხვები: ყველაზე ძვირადღირებული 30 წელზე მეტი ასაკის ფეხბურთელები
ლიონელ მესი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და დიდი ალბათობით, მშობლიურ კლუბს დატოვებს. “ბარსელონას” კაპიტნის დამატების მთავარი პრეტენდენტები “მანჩესტერ სიტი” და “პსჟ” არიან. კონტრაქტის ამოწურვის პირასაა მისი მეგობარი და თანამემამულე სერხიო აგუეროც, რომელიც შესაძლოა, ზაფხულში, “ქალაქელებს” დაემშვიდობოს. იქამდე, ვიდრე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა მოახლოვდება, შეგვიძლია გადავხედოთ იმ გამოცდილ ვარსკვლავთა სიას, რომლებიც უკვე 30 წლის ასაკს გადასცდნენ და […]
ტიაგო ალკანტარამ საუკეთესო ხუთეულში საკუთარი თავი და ძმა შეიყვანა
“ლივერპულის” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ მსოფლიო ფეხბურთის თანამედროვე ვარსკვლავებისგან 5-კაციანი გუნდი შეადგინა. საინტერესოა, რომ წარმოშობით ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საუკეთესო ხუთეულში საკუთარი თავი და თავისი ძმა, რაფინია ალკანტარა შეიყვანა, რომელიც ამჟამად “პსჟ-ს” მაისურს ირგებს. მეკარის პოზიციაზე მერსისაიდული კლუბის ახალწვეულმა თანამემამულე, “მანჩესტერ იუნაიტედის” გოლკიპერი დავიდ დე ხეა აირჩია. სიაში “ლა მასიას” აღზრდილი კიდევ ერთი ფეხბურთელი ჯონათან […]
რა თანხას გამოიმუშავებს ბრუნო მანჩესტერში და ვინ იღებს მასზე მეტს
მიუხედავად იმისა, რომ ბრუნო ფერნანდეში “წითელ ეშმაკებში” გადმოსვლისთანავე წამყვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც შეხვედრები პირადად მოიგო და მთლიანად “იუნაიტედის” შეტევის ხარისხი გააუმჯობესა, ანაზღაურების მიხედვით მასზე წინ 13 მოთამაშე იმყოფება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2019-20 წლების პრემიერ ლიგის წარმატებულად დასრულება და “იუნაიტედის” ოთხეულში მოხვედრა დიდწილად ბრუნოს “სპორტინგიდან” იანვარში გადმოსვლამ განაპირობა. პორტუგალიელმა გამთამაშებელმა 2019-20 წლების სეზონში 14 შეხვედრაში […]
ბასაქშეჰირის ჯარიმა და დე ხეას შეცდომა- თურქებმა ერთი ბურთი გაქვითეს (ვიდეო)
მანჩესტერმა რომერო განაცხადში არ შეიყვანა და არც შეატყობინა – არგენტინელმა ეს ამბავი სოციალური ქსელიდან გაიგო
“მანჩესტერ იუნაიტედმა” 2020/21 წლების სეზონის პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის განაცხადი შეადგინა, რომელშიც სერხიო რომეროს ადგილი არ მოიძებნა. ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის გახლავთ, რომ არგენტინელმა მეკარემ ამის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო. “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელებმა საჭიროდ არ ჩათვალეს გოლკიპერისთვის ეცნობებინათ, რომ მას მთელი სეზონის განმავლობაში, მთავარ ტურნირებზე თამაში არ მოუწევდა. რომერო პრემიერლიგურ კლუბს 2015 წელს, იტალიური […]
შმეიხელების დინასტია მანჩესტერში? – სულშერს ყოფილი თანაგუნდელის შვილი სურს
შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” შმეიხელების დინასტია შეიქმნას. “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელები დავიდ დე ხეას არასტაბილურმა თამაშმა დააფიქრა. ისინი ესპანელი მეკარის გასხვისებას და მის ნაცვლად, ლეგენდარული პეტერ შმეიხელის ვაჟის, კასპერ შმეიხელის დამატებაზე ფიქრობენ. The Sun-ის ინფორმაციით, ოლე გუნარ სულშერს ყოფილი თანაგუნდელის შვილის შესაძენად სერიოზული თანხის დახარჯვა მოუწევს, რადგანაც დანიის ნაკრების კარის დარაჯის კონტრაქტი “ლესტერთან” ძალაში კიდევ 3 წლითაა. “იუნაიტედს” […]
ალან შირერი: “დე ხეას შეცვლის დრო მოვიდა, მანჩესტერმა ახალ მეკარეზე უნდა იფიქროს”
პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ალან შირერი მიიჩნევს, რომ დროა, “მანჩესტერ იუნაიტედმა” მეკარის შეცვლაზე იფიქროს. “თუ მეკარე უშვებს ერთ შეცდომას, ან შესაძლოა ორს, მაშინ გუნდის ხელმძღვანელები მის მიმართ ნდობის საკითხზე უნდა დაფიქრდნენ, თუმცა დე ხეა “მანჩესტერის” კარში კვლავაც დგას. ვფიქრობ, “იუნაიტედმა” უნდა დაიბრუნოს დინ ჰენდერსონი, ოღონდ პირველი მეკარის სტატუსი. ანდაც, ის კიდევ ცოტა ხნით, გამოცდილების […]
დე ხეას მე-400 მატჩი და რეკორდი
ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტური “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “საუთჰემპტონის” მატჩით (2:2) დასრულდა. აღნიშნული დაპირისპირება “წითელი ეშმაკების” მეკარე დავიდ დე ხეასათვის კლუბის მაისურით მე-400 აღმოჩნდა. 29 წლის გოლკიპერმა ინგლისურ გრანდში 411 გოლი გაუშვა, 141 შემთხვევაში კი კარი მშრალად შეინახა. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ტურში, “ასტონ ვილასთან” შეხვედრაში (3:0), დე ხეამ პიტერ შმეიხეილს გადაასწრო და კლუბის ისტორიაში უცხოელ […]
კინმა და ნევილმა დე ხეა მწვავედ გააკრიტიკეს (ვიდეო)
პრემიერ ლიგის ეგიდით, “ტოტენჰემთან” გამართული მატჩის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერი – დავიდ დე ხეა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. “წითელი ეშმაკების” კიპერი ფორმიდანაა ამოვარდნილი და “სპურსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რომელსაც გოლი მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ესპანელმა ვარსკვლავმა მე-7 შეცდომა დაუშვა, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედს” გაშვებული გოლის ფასად დაუჯდა. დავიდ დე ხეა “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდებმა […]
2013 წელს ესპანეთის U21 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო – სად არიან ისინი ახლა?!
2011 წელს ესპანეთის U21 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მათ იმ დროს ნაკრებში ჰყავდათ: ხუან მატა და ხავი მარტინესი. U21 ნაკრებმა ასევე 2013 წელს შეძლო ევროპის ჩემპიონატის ტიტულის მოპოვება. მათ ფინალში იტალიელი თანატოლები 4:2 დაამარცხეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფინალში ტიაგო ალკანტარამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, რომელიც ერთადერთი ჰეთ-თრიქია მის კარიერაში. Live.ge გაგაცნობთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც 2013 წელს […]
კეპას მოგერიებული ბურთების ყველაზე ცუდი პროცენტული მაჩვენებელი აქვს
ინგლისის პრემიერ ლიგა გულშემატკივარს არაერთ საინტერესო სტატისტიკას სთავაზობს. ამჯერად კი ინგლისელებმა მეკარეების მოგერიებული ბურთების პროცენტული მაჩვენებელი დაითვალეს. ჩელსის მეკარეს კეპა არისაბალაგას ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. პირველ ადგილს კი ალისონ ბეკერი იკავებს. 1. ალისონი – 83 % 2. დეიან ჰენდერსონი – 75 % 3. ვესენტე გუაიტა – 73 % 4. კასპერ შმეიხელი – 73 % 5. […]
ფეხბურთელები რომლებიც ერთად თამაშობდნენ და თითქმის არავინ იცის
დღევანდელ სტატიაში გაეცნობით იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ერთად, ერთ გუნდში თამაშობდნენ, მაგრამ თითქმის არავინ იცის. ადელ ტაარაბტი და კაკა ტაარაბტი “მილანში” 2014 წელს იჯარის წესით ასპარეზობდა. იმ პერიოდში ბრაზილიელი ვარსკვლავი მადრიდის “რეალიდან” დაბრუნდა და იტალიურ გრანდს შეუერთდა. ამ ფეხბურთელებმა ერთად 14 მატჩში მიიღეს მონაწილეობა პეპ გვარდიოლა და ფრანჩესკო ტოტი 2001 წელს “ბარსელონას” დატოვების შემდეგ, პეპ გვარდიოლა […]