დე ხეა ახალ შეთავაზებას მიიღებს
დავიდ დე ხეას მიმდინარე კონტრაქტი საკუთარ კლუბთან 1 წელიწადში ეწურება, აღნიშნულთან დაკავშირებით იყო მითქმა-მოთქმა, რომ ესპანელ მეკარეს “წითელი ეშმაკები” გასაყიდად გაიმეტებდნენ, თუმცა როგორც ჩანს მანჩესტერელები მსგავსს არაფერს გეგმავენ, პირიქით, მათ ახალი კონტრაქტის შეთავაზებაზე აქვთ აქცენტი გაკეთებული. “მანჩესტერ იუნაიტედის” მესვეურები აქტიურად შეეცდებიან დავიდ დე ხეას აგენტ ხორხე მენდესთან მოლაპარაკებების წარმატებით ჩატარებას. ცნობილია, რომ დე ხეას სურვილი […]
დე ხეა თუ ალისონი? შეკითხვაზე პასუხი გავლენიანმა მედიაგამოცემამ გასცა
გავლენიანი გამოცემა GiveMeSport პრემიერლიგის ორ საუკეთესო მეკარეს სტატიას უძღვნის, რომელიც ასე იწყება: “მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები პრემიერლიგაში თამაშობენ”. მრავალი წლის განმავლობაში, დევიდ დე ხეა “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” უდავო მეფეა, ის გუნდისთვის თავდადებული პიროვნება და მეკარეა, საოცარი სეივებით კი არა მხოლოდ მანჩესტერელებს, არამედ მთელ მსოფლიოს აოცებს. ასევე აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ესპანელმა ოთხჯერ გამორჩეული ფეხბურთელის ჯილდო […]
დე ხეა კოლოსალურ ანაზღაურებას ითხოვს
“მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერმა “ტოტენჰემთან” გამართული მატჩის მე-2 ტაიმში 11 სეივი განახორციელა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა “წითელი ეშმაკების” გამარჯვებაში. მიუხედავად ბრწყინვალე პერფორმანსისა, დავიდ დე ხეასა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ესპანელი კიპერი 2019 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. ბრიტანული ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავიდ დე ხეა “მანჩესტერ იუნაიტედთან” […]
დე ხეა მანჩესტერთან ახანგრძლივებს
დავიდ დე ხეა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
დე ხეა მანჩესტერს ტოვებს?
“მანჩესტერ იუნაიტედის” მესვეურები შიშობენ, რომ დავიდ დე ხეას დაკარგავენ. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, დე ხეას კიდევ 1 წელი აკავშირებს პრემიერლიგის გრანდთან. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად, მხარეებს კიდევ მინიმუმ 1 წლით აქვთ გახანგრძლივების შესაძლებლობა – მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენლები შიშობენ, რომ კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწევთ […]
დე ხეა სარეკორდო კონტრაქტს გააფორმებს
“მანჩესტერ იუნაიტედმა” დავიდ დე ხეას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ესპანელი კიპერის ამჟამინდელი კონტრაქტი 2020 წელს იწურება, თუმცა კლუბი უკვე ფიქრობს მომავალზე და ახალი კონტრაქტის ხელფასის გრაფაში 400 000 ფუნტი ჩაიწერება რაც ესპანელს მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მეკარედ აქცევს.
დე ხეამ მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა
დავიდ დე ხეა რომ კედელივით იდგა “ტოტენჰემთან” მატჩში ამაზე დიდხანს აღარ შევჩერდებით და პირდაპირ გეტყვით რომ 11 სეივით მან მიმდინარე, 2018-2019 წლის პრემიერლიგის სეზონის რეკორდი დაამყარა. აღსანიშნავია რომ წინა სეზონის რეკორდიც “მანჩესტერის” ესპანელ კიპერს ეკუთვნოდა, 2017 წლის 2 დეკემბერს ლონდონში “არსენალთან” 3-1 მოგებულ შეხვედრაში დე ხეამ 14! სეივი განახორციელა, აღსანიშნავია რომ ამ მატჩში არსენალმა მეტოქეს […]
დე ხეამ პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანი მოიგო
ინგლისის პრემიერ ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ვულვზის” დაპირისპირება შედგა. ლეგენდარულ “ოლდ ტრაფორდზე” გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. დავიდ დე ხეამ საკუთარი კარის მშრალად შენახვა მე-16 შეხვედრაში შეძლო, რის შედეგადაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი “ქლინ შითი” დააგროვა. ესპანელმა კარის დარაჯმა საუკეთესო მეკარის ტიტული და ოქროს ხელთათმანი მოიპოვა.
დე ხეას ემოციური განცხადება ევერტონთან მარცხის შემდეგ
“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ, დავიდ დე ხეამ ინგლისის ჩემპიონატში “ევერტონთან” განადგურების (4:0) შემდეგ, სოციალურ ქსელში ემოციური განცხადება გაავრცელა. “რთულია სიტყვებში ჩავატიო ის, რასაც ახლა ვგრძნობ. როგორც კაპიტანმა, მინდა ვთქვა, რომ გუნდის პერფომანსი და შედეგი ისეთი არ იყო, როგორსაც “იუნაიტედის” ფეხბურთელებისგან ელიან. ჩვენ ვიცით, რომ უნდა მოვუმატოთ. სიტყვები ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ “მანჩესტერისთვის” ყველაფერი უნდა გავიღოთ. მადლობა […]
დე ხეას მე-400 მატჩი და რეკორდი
ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტური “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “საუთჰემპტონის” მატჩით (2:2) დასრულდა. აღნიშნული დაპირისპირება “წითელი ეშმაკების” მეკარე დავიდ დე ხეასათვის კლუბის მაისურით მე-400 აღმოჩნდა. 29 წლის გოლკიპერმა ინგლისურ გრანდში 411 გოლი გაუშვა, 141 შემთხვევაში კი კარი მშრალად შეინახა. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ტურში, “ასტონ ვილასთან” შეხვედრაში (3:0), დე ხეამ პიტერ შმეიხეილს გადაასწრო და კლუბის ისტორიაში უცხოელ […]