ხოჭოლავამ შახტართან კონტრაქტი გაახანგძლივა
დავით ხოჭოლავას კარიერა უკრაინაში გრძელდება – ქართველმა ფეხბურთელმა “შახტართან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ცნობილია, გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა დონეცკურ კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე გაახანგძლივა. შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავა “შახტარს” 2017/18 წლების სეზონის დაწყებამდე შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრების წევრმა 79 მატჩში მიიღო მონაწილეობა. დავითმა მიმდინარე სეზონში უკრაინული კლუბის რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე დასამახსოვრებელი მატჩები ჩაატარა. “რეალის” […]
ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები ევროპა ლიგის პლეი-ოფში ცნობილია
დღეს ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პლეი-ოფში სამი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის “ვოლფსბერგს, რომელიც ჯგუფიდან საკმაოდ მოულოდნელად გავიდა, არ გაუმართლა – ავსტრიელები “ტოტენჰემს” დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება დავით ხოჭოლავას “შახტარს”, უკრაინელები 1/16 ფინალში თელ-ავივის “მაკაბის” შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ დონეცკელებმა წელს სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყეს, თუმცა ჯგუფი მე-3 […]
ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგას ინტერთან უბრუნდება
დავით ხოჭოლავა მცირე ტრავმის შემდეგ “შახტარის” განაცხადს ჩემპიონთა ლიგაზე დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი საქართველოს ნაკრებში დაშავდა და მას შემდეგ უკრაინელთა რიგებში არ უთამაშია. დონეცკელები ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანეს მატჩს ხვალ, “ინტერთან” გამართავენ. გამარჯვების შემთხვევაში “შახტარი” ურთულესი ჯგუფიდან გასვლას მოახერხებს. როგორც მოგეხსენებათ, ხოჭოლავა უკრაინელთა მიერ ჩატარებულ პირველ 3 ტურში სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ხოჭოლავა შახტარს დაუბრუნდა
დონეცკის “შახტარი” ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 ტურის მატჩისთვის ემზადება. გუნდმა “მიუნხენგლადბახთან” მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. “შახტარის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დავით ხოჭოლავა კვლავ დონეცკელებთან ერთად ვარჯიშობს და მომდევნო თამაშისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისას, “ინტერთან” მიკროტრავმა მიიღო და მოედანი 62-ე წუთზე დატოვა. შედეგად, ხოჭოლავას უკრაინის ჩემპიონატის 1 ტურის გამოტოვება მოუწია. ასევე […]
უკრაინული მედია – ხოჭოლავას შეცდომები ჰქონდა
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში “შახტარმა” კიევში “ინტერს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. უკრაინელთა ძირითად შემადგენლობაში იყო დავით ხოჭოლავა. ქართველი მცველი 62-ე წუთზე მცირე ტრავმის გამო შეცვალეს. უკრაინულმა გამოცემამ football.ua საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის თამაში შეაფასა. “5,0 ქულა – “შახტარის” ცენტრალური დაცვის ამ დუეტის უნიკალური მახასიათებელია წარმატებული და წარუმატებელი მატჩების ერთმანეთთან გაცვლა. ამავდროულად, იშვიათია, რომ უკრაინელ და ქართველ […]
რა შეფასება მიიღო ხოჭოლავამ ინტერთან მატჩში?
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის პირველ სათამაშო დღეს, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი დონეცკის “შატხარის” ძირითად შემადგენლობაში იყო და მილანის “ინტერის” წინააღმდეგ კიევში, ფრედ დასრულებულ (0:0) შეხვედრაში 62 წუთი ითამაშა. როგორც მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა, 27 წლის მცველს პერსონალურად რომელუ ლუკაკუს მეურვეობა ევალებოდა და შეიძლება ითქვას მისიას თავი კარგადაც გაართვა […]
ზიდანის პოზიციები შესუსტდა – პერესმა ფრანგს სიტუაციის გამოსასწორებლად ვადა მისცა
როგორც ჩანს, ზინედინ ზიდანის პოზიციები მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე შესუსტდა. l’Equipe-ის ცნობით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობამ გუნდის ლეგენდას სიტუაციის გამოსასწორებლად 2 მატჩი მისცა. წყაროს ცნობით, “ბლანკოსების” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფრანგს განუცხადა, რომ “ბარსელონასთან” და “ბორუსიასთან” პრინციპული მატჩების შედეგი გადამწყვეტი იქნება მათი მომავალი თანამშრომლობიოს საკითხში. “თეთრებმა” ბოლო ორი საშინაო შეხვედრა დათმეს – ლა ლიგაში, ახალაღზევებულ “კადისთან” […]
უკრაინული მედია – ხოჭოლავა 90 წუთის განმავლობაში დამაჯერებელი იყო
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში “შახტარმა” სტუმრად “რეალი” 2:3 დაამარცხა. დავით ხოჭოლავამ ისტორიული შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ დონეცკელთა მცველი უშეცდომო იყო. უკრაინულმა მედიამ 27 წლის ფეხბურთელის თამაში 7,0 ქულით შეაფასა და ხოჭოლავასადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. “შახტარის” ცენტრალური დაცვის დუეტმა საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა. ერთადერთი განსხვავება მათ შორის იყო ის, რომ ხოჭოლავა 90 წუთის […]
დაცვის ლიდერი – ხოჭოლავას სტატისტიკა რეალის წინააღმდეგ
ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში სენსაცია დაფიქსირდა. “რეალ მადრიდი” შინ “შახტართან” 2:3 დამარცხდა. უკრაინელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ. ქართველ მცველს ზიდანის გუნდის წინააღმდეგ უშეცდომო თამაში ჰქონდა. SofaScore-ის მიხედვით, ხოჭოლავა 6.6 ქულით შეფასდა. დავითმა 38 გადაცემა 90.5%-იანი სიზუსტით გააკეთა, ხოლო “რეალის” შეტევების დროს ბურთი 10-ჯერ მოიგერია. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 3-დან 3 საჰაერო ორთაბრძოლა […]