2016 წლის შემდეგ პირველად, დონეცკის “შახტარმა” უკრაინის ჩემპიონატის მოგება ვერ მოახერხა და ტიტულს სწორედ ამ გუნდის ყოფილი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ ახალ კლუბთან, კიევის “დინამოსთან” ერთად დაეუფლა. ამ ფაქტის შემდეგ, დონეცკელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის კასტროს მუშაობის მიმართ კითხვის ნიშნები გაჩნდა. უკრაინულ პრესაში იწერება, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელი სპცეიალისტი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს და მისი სავარაუდო შემცვლელთა გვარებიც […]
მადრიდის რეალთან მატჩში დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ალფრედო დი სტეფანოს სახელობის არენაზე გასამართ შეხვედრაში, დონეცკის “შახტარის” იმ რჩეულ 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომელიც “სამეფო კლუბთან” დაპირისპირებას პირველივე წუთიდან დაიწყებს. ესპანეთის და უკრაინის ჩემპიონების დუელი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ლორია და ხოჭოლავა მბაპეს, კეინის, სანეს და სხვების გვერდით – ქართველები სიმბოლურში მოხვდნენ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა შვედეთი – 2:0 დაამარცხა. პრესტიჟულმა ევროპულმა სტატისტიკურმა გამოცემებმა აღნიშნული რაუნდის სიმბოლური გუნდები გამოაქვეყნეს, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად, საქათველოს ეროვნული გუნდის წევრებიც მოხვდნენ. Sofascore-მა სიმბოლურ გუნდში დავით ხოჭოლავა შეიყვანა, რომელსაც 8.1 შეფასება ჰქონდა, ხოლო Whoscored-მა რჩეულ თერთმატეულში “ჯვაროსნების” მეკარე, გიორგი ლორია აირჩია. 🇪🇺 European […]
ხოჭოლავა შახტარს დაუბრუნდა
დონეცკის “შახტარი” ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 ტურის მატჩისთვის ემზადება. გუნდმა “მიუნხენგლადბახთან” მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. “შახტარის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დავით ხოჭოლავა კვლავ დონეცკელებთან ერთად ვარჯიშობს და მომდევნო თამაშისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისას, “ინტერთან” მიკროტრავმა მიიღო და მოედანი 62-ე წუთზე დატოვა. შედეგად, ხოჭოლავას უკრაინის ჩემპიონატის 1 ტურის გამოტოვება მოუწია. ასევე […]
დავით ხოჭოლავა ეტიჰადზე სასტარტოდან დაიწყებს
დღეს “კოპენჰაგენი” ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას გამართავს. ამჯერად მათი მეტოქე დაუმარცხებელი “მანჩესტერი სიტი” იქნება. რამდენიმე წუთის წინ, დანიური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა სასტარტო თერთმეტეული გამოაქვეყნა, სადაც დავით ხოჭოლავას სახელსაც ამოვიკითხავთ. აღნიშნულ შეხვედრას მანჩესტერი, კერძოდ კი “ეტიჰად სთეიდიუმი” უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საუკეთესო გუნდი – დავით ხოჭოლავა
მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო სპორტი დროებით შეჩერებულია Live.ge გთავაზობთ ახალ რუბრიკას –“საუკეთესო გუნდი”, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: 2 დღეში ერთხელ ქართველი სპორტსმენები თავიანთ TOP გუნდებს დაგვისახელებენ, მაგალითად: კალათბურთელები გააკეთებენ საუკეთესო V-ეულს და მწვრთნელს, ფეხბურთელები საუკეთესო XI-ეულს და მწვრთნელს, მორაგბეები საუკეთესო XV-ეულს და მწვრთნელს, რაც შეეხებათ ძიუდოისტებს, ისინი ყველა წონის ლიდერებს დაგვისახელებენ. რუბრიკა – “საუკეთესო გუნდის” […]
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” ძირითადი შემადგენლობა ცნობილია. საინტერესოა, რომ ეროვნული გუნდის სასტარტო თერთმეტეულში დებიუტანტია, ლაზარე კუპატაძე და . საქართველოს ნაკრები: ლაზარე კუპატაძე – გრიგოლ ჩაბრაძე, დავით ხოჭოლავა, სოლომონ კვირკველია, ირაკლი აზაროვი – ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ლევან შენგელია, თორნიკე ოქრიაშვილი (კ) , მურთაზ დაუშვილი […]
ტეტემ შახტარი დააწინაურა – ხოჭოლავას გუნდი რეალს მადრიდში ამარცხებს (ვიდეო)
ხოჭოლავას გოლი ამხანაგურ მატჩში | VIDEO
Please enable JavaScript EmbedCopy and paste this HTML code into your webpage to embed.
ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგას ინტერთან უბრუნდება
დავით ხოჭოლავა მცირე ტრავმის შემდეგ “შახტარის” განაცხადს ჩემპიონთა ლიგაზე დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი საქართველოს ნაკრებში დაშავდა და მას შემდეგ უკრაინელთა რიგებში არ უთამაშია. დონეცკელები ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანეს მატჩს ხვალ, “ინტერთან” გამართავენ. გამარჯვების შემთხვევაში “შახტარი” ურთულესი ჯგუფიდან გასვლას მოახერხებს. როგორც მოგეხსენებათ, ხოჭოლავა უკრაინელთა მიერ ჩატარებულ პირველ 3 ტურში სასტარტო შემადგენლობაში იყო.
დავით ხოჭოლავას ავტოგოლი სიტისთან | VIDEO
ზედიზედ მესამედ – ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონია!
Საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წევრი დავით ხოჭოლავა დონეცკის “შახტართან” ერთად უკრაინის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. უკრაინის 12-გზის ჩემპიონმა მეცამეტე ტიტული დრამატულ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ მოიგო. “ოლექსანდრიასთან” დაპირისპირებისას, “მეშახტეებმა” ბოლო 30 წუთში, ტეტეს დუბლით თამაშის სცენარი სათავისოდ შემოატრიალეს და – 3:2 იმარჯვეს. 27 წლის ცენტრალური მცველი მინდორზე 85-ე წუთზე გამოვიდა, მაშინ როცა ანგარიში უკვე თავისი გუნდის სასარგებლოდ […]