დანიის თასის ფინალურ შეხვედრაში დავით ხოჭოლავას ,,კოპენჰაგენმა” ,,ოლბორგი” 1:0 დაამარცხა. თავად ქართველ მცველს დღევანდელ მატჩში ტრავმის გამო არ უთამაშია (ხოჭოლავამ რამდენიმე კვირის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა). ხოჭოლავამ დანიის თასზე წელს სამი შეხვედრა ჩაატარა და 1/16-ფინალში ,,ჰობროსთან” ერთი გოლის გატანაც შეძლო. ,,კოპენჰაგენი” დანიის თასის გამარჯვებული ისტორიაში მეცხრედ გახდა, რითაც ,,ორჰუსს” გაუთანაბრდა.