საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “კოპენჰაგენის” ცენტრალური მცველი – დავით ხოჭოლავა, “კოპენჰაგენს” ტრავმის გამო ვერ ეხმარება. ტრავმის მიუხედავად, ხოჭოლავამ თანაგუნდელების გამხნევება ფანების ტრიბუნიდან სცადა. geo_team-ის Instagram გვერდზე განთავსდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ტრავმირებული დავით ხოჭოლავა ქომაგთა ტრიბუნიდან “კოპენჰაგენს” ფანებთან ერთად გულშემატკივრობს. დანიის თასის მოგების შემდეგ, “კოპენჰაგენს” ქვეყნის ჩემპიონობამდე მხოლოდ 2 მოგება აშორებს. View this post […]
ლაუტარო მარტინესმა ინტერი დააწინაურა (ვიდეო)
კოპენჰაგენის ფეხბურთელის ულამაზესი ფინტი ხოჭოლავას წინააღმდეგ | VIDEO
უკრაინული მედია – ხოჭოლავა 90 წუთის განმავლობაში დამაჯერებელი იყო
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში “შახტარმა” სტუმრად “რეალი” 2:3 დაამარცხა. დავით ხოჭოლავამ ისტორიული შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ დონეცკელთა მცველი უშეცდომო იყო. უკრაინულმა მედიამ 27 წლის ფეხბურთელის თამაში 7,0 ქულით შეაფასა და ხოჭოლავასადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. “შახტარის” ცენტრალური დაცვის დუეტმა საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა. ერთადერთი განსხვავება მათ შორის იყო ის, რომ ხოჭოლავა 90 წუთის […]
ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩს ლივერპულთან გამართავს
უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კალენდარი გამოაქვეყნა. ხვიჩა კვარაცხელიას ,,ნაპოლი” პირველ ტურში ,,ლივერპულს” უმასპინძლებს, მატჩი 7 სექტემბერსაა ჩანიშნული. ნეაპოლელები ჯგუფის ბოლო შეხვედრას პირველ ნოემბერს ,,მერსისაიდელებთან” სტუმრად ჩაატარებენ. ,,კოპენჰაგენი” კი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა თამაშობს, 6 სექტემბერს, პირველ მატჩში, ,,დორტმუნდს” ესტუმრება. ნაპოლის განრიგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე: ნაპოლი – ლივერპული […]
უკრაინის თასზე ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელები შეხვდებიან
გუშინ უკრაინის თასის ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართა. დავით ხოჭოლავას “შახტარმა” სტუმრად “დნიპრო 1” 0:2 დაამარცხა, ნიკა სიჭინავას “ინჰულეცმა” კი “ზორიას” 2:1 მოუგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. აქედან გამომდინარე, უკრაინის თასზე ერთმანეთს ორი ქართველი შეხვდება. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ სიჭინავა პოზიციით თავდამსხმელია და უკრაინაში 3 წლის წინ, ფოთის “კოლხეთიდან” წავიდა. “შახტარსა” და “ინჰულეცს” შორის ფინალური მატჩი 15 […]
სანიოლის პირველი ვარჯიში – საქართველოს ნაკრებმა მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა დღეს არასრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების 25 კაციანი შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა, კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა და […]
დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი დანიის ჩემპიონი გახდა
დანიის სუპერლიგის ბოლოსწინა, 31-ე ტურში, დავით ხოჭოლავას ,,კოპენჰაგენმა” ,,ვიბორგი” 2:1 დაამარცხა. ბოლო ტურის წინ დედაქალაქური გუნდი მეორეადგილოსან ,,ნორდსიელანდს” 4 ქულით გაექცა და ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა. თავად ქართველ მცველს დღევანდელ მატჩში ტრავმის გამო არ უთამაშია (ხოჭოლავამ რამდენიმე კვირის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა). ხოჭოლავამ სუპერლიგაში წელს 16 შეხვედრა ჩაატარა. ,,კოპენჰაგენი” დანიის ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი […]
ჩემპიონთა ლიგა: რონალდუ და მესი – ქართველი ფეხბურთელები გრანდების წინააღმდეგ
შვეიცარიაში, კერძოდ კი ნიონში მდებარე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს შტაბ-ბინაში, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. საუკეთესო 32 ევროპული კლუბი 8 ჯგუფში გადანაწილდა: ახალ სეზონში ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 2 ქართველი ფეხბურთელი – დავით ხოჭოლავა (შახტარი) და ლაშა დვალი (ფერენცვაროში) იასპარეზებს. უკრაინული გუნდის მცველს ბრძოლა საკმაოდ ძლიერ გუნდებთან მოუწევს – ხოჭოლავა […]
კოსოვოსთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები კოსოვოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია – გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ირაკლი აზაროვი – ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ვაკო ყაზაიშვილი – გიორგი ქვილითაია. […]
ზიდანის პოზიციები შესუსტდა – პერესმა ფრანგს სიტუაციის გამოსასწორებლად ვადა მისცა
როგორც ჩანს, ზინედინ ზიდანის პოზიციები მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე შესუსტდა. l’Equipe-ის ცნობით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობამ გუნდის ლეგენდას სიტუაციის გამოსასწორებლად 2 მატჩი მისცა. წყაროს ცნობით, “ბლანკოსების” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფრანგს განუცხადა, რომ “ბარსელონასთან” და “ბორუსიასთან” პრინციპული მატჩების შედეგი გადამწყვეტი იქნება მათი მომავალი თანამშრომლობიოს საკითხში. “თეთრებმა” ბოლო ორი საშინაო შეხვედრა დათმეს – ლა ლიგაში, ახალაღზევებულ “კადისთან” […]
დავით ხოჭოლავა დორტმუნდის წინააღმდეგ ძირითადში იქნება
დღეს ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი აიღებს სტარტს. დღევანდელ სათამაშო დღეს 8 მატჩი გაიმართება. აქედან ერთ-ერთში კი ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ დათი “კოპენჰაგენის” ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. დანიური კლუბი გერმანულ “დორტმუნდს” გასვლაზე დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 20:45 წუთზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს. მისი შეხვედრა […]