დავით ხუციშვილი რუს მოჭიდავესთან დამარცხდა (ვიდეო)
79 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დავით ხუციშვილი რუს ფალავანთან და მოქმედ ევროპის ჩემპიონ ახმედ გაჯიმაგომედოვთან დამარცხდა.
ორი ბრინჯაოს მედლის შანსი და ორი ნახევარფინალისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე
ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს წარმატებულად ასპარეზობენ ქართველი ფალავნები. დავით მარსაგიშვილმა 92 კგ წონითი კატეგორიის რეპეშარჟში მოლდოველი ნიკოლაი ჩებანი მარტივად 8-0 დაამარცხა და მესამე ადგილისთვის ირანელ ალირეზა კარიმიმაჩიანის შეხვდება. 79 კგ წონით კატეგორიაში ასევე რეპეშარჟში გაიმარჯვა დავით ხუციშვილმა, მან გერმანელი მარტინ ობსტი აშკარა უპირატესობით 10-0 დაამარცხა და მესამე ადგილისთვისთვის რუსთა ევროპის […]
ხუციშვილი და ხინჩეგაშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ
ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში დამარცხდნენ დავით ხუციშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. სამწუხაროდ ორივე ფალავანი აშკარა უპირატესობით დამარცხდა. ლადოსთვის დაუძლეველი ბარიერი რუსი ახმად ჩაკაევი აღმოჩნდა და 0-10 დამარცხდა რაც შეეხება ხუციშვილს მას ამერიკელმა კაილ დუგლას დეიკმა სძლია 11-0. ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ ოთარ გოგავა და დავით მარსაგიშვილი. მარსაგიშვილი, ხინჩეგაშვილი და ხუციშვილი რეპეშარჟში გასვლის […]
დავით ხუციშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!
ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე 79 კგ წონით კატეგორიაში მეორე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა დავით ხუციშვილი. მისი მეტოქე თურქი აიჰან სუჩუ გახლდათ, რომელსაც დავითმა 5-0 სძლია და მეოთხედფინალში აშშ-ს წარმომადგენელ კაილ დუგლას დაკეს შეხვდება. მეოთხედფინალშია 65 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც, რომელიც რუს ახმედ ჩაკაევს დაუპირისპირდება. დღესვე ფინალში იჭიდავებენ ავთანდილ კენჭაძე […]
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის წარმატებულად ასპარეზობს მსოფლიო, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ლადომ ასპარეზობა ირანელი ამირჰოსეინ მაგსოუდის დამარცხებით (7-3) დაიწყო, მერვედფინალში კი თურქ სელაჰატინ კილიჩსალაიანს 6-5 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მას რუსი ახმედ ჩაკაევი ელის. პირველი შეხვედრა მარტივად მოიგო 79 კგ წონითი კატეგორიის ფალავანმა, დავით ხუციშვილმა, რომელსაც ანგოლელმა ფრანსისკო […]