დინამო თბილისმა ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დაიბრუნა
საქართველოს ექს-ჩემპიონმა “დინამო თბილისმა” ბოლო წლების განმავლობაში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, დავით კობოური დაიბრუნა. ინფორმაციას საკუთარ სოციალურ ქსელში ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ავრცელებს. 24 წლის ცენტრალური მცველი ჩეხეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ “კარვინაში” იჯარის წესით 5 თვის განმავლობაში თამაშობდა, სადაც 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო, ახლა კი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. “მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ […]
დავით კობოური კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
“დინამო თბილისის” ცენტრალური მცველი, დავით კობოური 2022 წლიდან ახალ კლუბში ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელი ჩეხეთის ჩემპიონატის ბინადარ “კარვინაში” ითამაშებს, რომელთანაც კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებას უკვე მიაღწია, გუნდს კი 17 იანვარს შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაცია კობოურის მშობლიურ კლუბს არ დაუდასტურებია, თუმცა ჩეხური გუნდის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში უკვე გააჟღერა. View this post on Instagram A post […]
პრევიუ: დინამო თბილისი VS დინამო ბათუმი
2021 წლის ეროვნული ლიგის სეზონის ერთ-ერთი მთავარი და ცენტრალური დაპირისპირება 1 ივლისს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და მასში ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ორი საუკეთესო გუნდი, ჩემპიონობის ორი მთავარი ფავორიტი, ორი “დინამო” დაუპირისპირდება. თბილისური და ბათუმური კლუბების შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრა არამხოლოდ სათამაშო კვირაშია გამორჩეული, არამედ მთლიანად სეზონში, ვინაიდან ერთმანეთის […]
ეროვნული ლიგა: XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მე-14 ტური გამორჩეული იმით გამოდგა, რომ ფრედ არცერთი შეხვედრა დასრულებულა და ხუთმა გუნდმა აქტივში 3 ქულის ჩაწერა მოახერხა. მეთოთხმეტე სათამაშო კვირა უმაღლეს ლიგაში მიმდინარე სეზონში დაწინაურებულ ორ გუნდს შორის გამართული შეხვედრით გაიხსნა და მაში წყალტუბოს “სამგურალმა” ქობულეთის “შუქურას” სერგო კუხიანიძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის მეშვეობით – 1:0 აჯობა. ანალოგიური ანგარიშით მოიგო კიდევ ერთმა […]
ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე “დინამო თბილისის” გამარჯვებით დასრულდა. გიორგი ნემსაძემ სადებიუტო წრის 9 მატჩიდან 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთშიც დამარცხდა. საერთო ჯამში, მოქმედმა ჩემპიონმა 22 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსიც დაიბევა. თბილისელები კარგ ფორმაში არიან და ზედიზედ 6 შეხვედრის მოგებაც მოახერხეს. ჩემპიონობის კიდევ ერთი ფავორიტი, თბილისელთა მოსახელე ბათუმური კლუბი მეორე […]
ეროვნული ლიგა: IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში 2021 წლის სეზონის პირველი წრე დასრულდა. მეცხრე ტურში ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთ ყველაზე უხვგოლიანი სათამაშო კვირა “სამტრედიასა” და “საბურთალოს” მატჩით გაიხსნა – იმერეთში შემდგარ შეხვედრაში თბილისელებმა დმიტრი მანდრიჩენკოს ჰეთ-თრიკის მეშვეობით – 3:2 იმარჯვეს. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მასპინძელთაგან ირაკლი რუხაძემ და ნათან ჟუნიორმა გაიტანეს. ტურის მეორე შეხვედრაში თბილისური დერბი შედგა, […]
ეროვნული ლიგა: VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური იმერული დერბით გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტები, “სამტრედია” და “ტორპედო” დაუპირისპირდნენ და უგოლოდ დასცილდნენ. სამაგიეროდ გამარჯვება და საკმაოდ დიდი სენსაციის მოხდენა მოახერხა ეროვნული ლიგის მესამე იმერულმა კლუბმა, წყალტუბოს “სამგურალმა“, რომელმაც თბილისში, “ლოკომოტივს” – 3:2 აჯობა. სანაცვლოდ, თავიანთი შეხვედრები მოიგეს დარჩენილმა ორმა თბილისურმა კლუბმა: “საბურთალომ” გორში “დილას” – 2:1 აჯობა, […]
ეროვნული ლიგა: VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
სანაკრებო პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ლიგა წყალტუბოს “სამგურალისა” და “სამტრედიას” მატჩით განახლდა, რომელშიც მათე კვირკვიას მიერ გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა და გია ცეცაძის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა “დინამო თბილისმაც”, რომელმაც საშინაო კედლებში, გორის “დილას” – 1:0 აჯობა. გიორგი ნემსაძემ ყოფილი გუნდის დამარცხება ლუკა გაგნიძის მიერ გატანილი გოლით მოახერხა. მეექვსე ტურის […]
ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური რამდენიმე გამორჩეული მატჩით გახდა დასამახსოვრებელი, ხუთიდან სამ შეხვედრას გამარჯვებული ჰყავდა, ორში კი ფრე დაფიქსირდა. საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე სათამაშო კვირა ორი დღისგან შედგებოდა. 20 მარტს სამი მატჩი გაიმართა’, 21-ში კი დარჩენილი ორი. ტური ეროვნულ ლიგაში მიმდინარე სეზონში დაწინაურებული ორი დასავლური კლუბის დაპირისპირებით დაიწყო – ზესტაფონში, “შუქურამ” “სამგურალს“, მიხეილ სარდალიშვილისა და გიორგი […]
სიმბოლური გუნდი: ეროვნული ლიგის ფეხბურთელები, რომლებსაც შესაძლოა საქართველოს ნაკრებში შანსი მიეცეთ
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ახლოვდება სანაკრებო პაუზაც და ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის წლის პირველი მატჩები. საქართველოს ნაკრები 2021 წელს, მარტის თვეში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამი შეხვედრით დაიწყებს. ვილი სანიოლის დებიუტი 25 რიცხვში, სტოქჰოლმში, შვედეთის წინააღმდეგ შედგება, სამ დღეში ფრანგი სპეციალისტი გუნდს „დინამო არენაზე“ პირველად გაიყვანს და ესპანეთს დაუპირისპირდება, 31-ში კი ჩვენი მეტოქე საბერძნეთი იქნება. სანაკრებო […]
ეროვნული ლიგა: 2020 წლის სეზონის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი “დინამო თბილისის” ჩემპიონობით დასრულდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ტრიუმფი ისტორიაში მეთვრამეტედ იზეიმა და საჩემპიონო ფარი თავისთან კიდევ ერთი წლით დაიტოვა. “ლურჯ-თეთრებს” რთული სეზონი გამოუვიდათ: სეზონის შუაში შეცვლილი მთავარი მწვრთნელი, ევროტურნირებზე უმძიმესი მარცხი, თუმცა ამის მიუხედავად ჩისკოს გუნდმა შიდა ჩემპიონატში 40 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ზედიზედ მეორედ, ვიცე-ჩემპიონის წოდება […]
ეროვნული ლიგა: XVIII ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი დასრულდა. იქამდე, ვიდრე სრულიად სეზონს შევაჯამებდეთ, მოდით უშუალოდ მე-18 ტური განვიხილოთ, რომელშიც რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართა და მთავარი სატურნირო ინტრიგებიც სწორედ ბოლო სათამაშო კვირაში გაირკვა. ტურის ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 10 დეკემბერს გაიმართა. სათამაშო დღე “საბურთალოსა” და “სამტრედიას” დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც თბილისში შედგა და სადაც მასპინძლებმა – 2:1 იმარჯვეს. შედეგად, […]