სიმბოლური გუნდი: ეროვნული ლიგის ფეხბურთელები, რომლებსაც შესაძლოა საქართველოს ნაკრებში შანსი მიეცეთ

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ახლოვდება სანაკრებო პაუზაც და ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის წლის პირველი მატჩები. საქართველოს ნაკრები 2021 წელს, მარტის თვეში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამი შეხვედრით დაიწყებს. ვილი სანიოლის დებიუტი 25 რიცხვში, სტოქჰოლმში, შვედეთის წინააღმდეგ შედგება, სამ დღეში ფრანგი სპეციალისტი გუნდს „დინამო არენაზე“ პირველად გაიყვანს და ესპანეთს დაუპირისპირდება, 31-ში კი ჩვენი მეტოქე საბერძნეთი იქნება.

სანაკრებო ციებ-ცხელების მოახლოების პარალელურად, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, ზურაბ ხიზანიშვილმა აქტუალური საკითხების შესახებ ისაუბრა და დაანონსა, რომ ნაკრების ბირთვი, ეროვნული ლიგის ფეხბურთელებით დაკომპლექტდება.

ქვეყნის ჩემპიონატში მართლაც ასპარეზობენ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც სანაკრებო შანსს იმსახურებენ და საამისო შესაძლებლობები გააჩნიათ. ეროვნულ ლიგაში თავი როგორც ნიჭიერმა ახალგაზრდებმა, ისე გამოცდილმა ფეხბურთელებმაც მოიყარეს, რომელთათვისაც „ჯვაროსნების“ კარი აქამდეც ღია იყო. ამრიგად, სანიოლის მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთება შეეძლება.

სიმბოლური გუნდი: ეროვნული ლიგის ფეხბურთელები, რომლებსაც შესაძლოა საქართველოს ნაკრებში შანსი მიეცეთ 1

აქ იმ ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებიც Live.ge-ს ვერსიით, საქართველოს ნაკრებში მოხვედრის შანსს იმსახურებენ.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ლოკომოტივი“).

მცველები: ნიკოლოზ მალი („საბურთალო“) მამუკა კობახიძე (ორივე ბათუმის „დინამო“), ილია ბერიაშვილი („თელავი“), დავით კობოური.

ნახევარმცველები: ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“), სანდრო ალთუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური (ორივე ბათუმის „დინამო“).

თავდამსხმელები: თორნიკე კირკიტაძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე „ლოკომოტივი“), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“).

სიმბოლური გუნდი: ეროვნული ლიგის ფეხბურთელები, რომლებსაც შესაძლოა საქართველოს ნაკრებში შანსი მიეცეთ 2

აქ კი პოზიციების მიხედვით 3-3, ხოლო ჯამში კიდევ 12 ფეხბურთელს წარმოგიდგენთ, რომლებიც შესაძლოა ეროვნულ გუნდში ვიხილოთ. არჩევანი უმეტესად ახალგაზრდა, ნიჭიერ მოთამაშეებზე შევაჩერეთ, რომელთაც თავიანთი პოტენციალის რეალიზების შემთხვევაში, ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში მოხვედრის შანსი ექნებათ, თუმცა აქ იმ გვარებსაც შეხვდებით, რომლებიც გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობია და მათი გამოცდილება ნაკრებისთვის ნებისმიერ დროს შეიძლება გამოსადეგი იყოს.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („დილა“), ლაზარე კუპატაძე (ბათუმის „დინამო“), როინ კვასხვაძე („დინამო თბილისი“).

მცველები: ნიკოლოზ მალი (“საბურთალო”), გიორგი ნავალოვსკი (ბათუმის „დინამო“), გურამ კაშია („ლოკომოტივი“).

ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“), ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი კუცია (ორივე „დინამო თბილისი“).

თავდამსხმელები: გიორგი ფანცულაია (ბათუმის „დინამო“), გიორგი კოხრეიძე („საბურთალო“), აკაკი შულაია (“საბურთალო”).

სიმბოლური გუნდი: ეროვნული ლიგის ფეხბურთელები, რომლებსაც შესაძლოა საქართველოს ნაკრებში შანსი მიეცეთ

სტატიის ავტორი
-