დავით თარგამაძე სამტრედიაში ითამაშებს
დავით თარგამაძე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. 30 წლის ნახევარმცველი “სამტრედიას” ფეხბურთელი გახდება. ჯერჯერობით, იმერულ კლუბს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოცდილი ფეხბურთელი უკვე “სამტრედიას” მოთამაშეთა სიაში ირიცხება. საქართველოს ნაკრებში 21 მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი უკრაინასა და გერმანიაში გატარებული 10 წლის შემდეგ, სამშობლოში 2018 წელს დაბრუნდა და “საბურთალოს”, “სიონისა” და “შევარდენის” მაისურით თამაშობდა.
2 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
2021 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთის ქალაქ პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. საინტერესოა, როგორია აღნიშნული თარიღი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. თუ ისტორიას გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ “ჯვაროსნებისთვის” 2 ივნისი წარუმატებელი მატჩებით გახდა დასამახსოვრებელი და იმედი გვაქვს, რუმინეთთან მატჩში ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ნავსის გატეხვას მოახერხებენ. აქამდე, 2 ივნისს საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე […]
12 ოქტომბერი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები პრიშიტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება. ეს თარიღი კი ჩვენი ნაკრების ისტორიაში არცისე წარმატებულია. საქართველოს ეროვნული გუნდს ამ თარიღით ისტორიაში სულ 6 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 3 წააგო, სამში კი ფრე ითამაშა. დეტალურად 12 ოქტომბრის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: 1994 მეტოქე: ბულგარეთის ნაკრები ტურნირი: 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის […]