საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა 2021 წელი ამხანაგურ შეხვედრაში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, უზბეკეთთან – 1:0 გამარჯვებით დაასრულა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ მატჩი და ზოგადად საქართველოს ნაკრების ბოლო სათამაშო ფორმა შეაფასა. “ბოლო სამი თამაში, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმ ოპტიმიზმს, რომ შემდეგი ციკლისთვის უკეთესად ვითამაშოთ. სათამაშო ხარისხი გავაუმჯობესეთ, ახალი სისტემაც ვიპოვეთ, რომელიც კომფორტულია ფეხბურთელებისთვისაც და […]