საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა 2021 წელი ამხანაგურ შეხვედრაში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, უზბეკეთთან – 1:0 გამარჯვებით დაასრულა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და როგორც კონკრეტული მატჩი, ისე მთლიანად სანაკრებო პაუზა შეაფასა. “პირველ რიგში, მატჩის შესახებ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ეს წლის ბოლო მატჩი […]