გუშინ “სიტი” ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. “ქალაქელებმა” შეხვედრა “ლიონთან” 1:3 დათმეს. მატჩის შემდეგ დე ბრუინემ კომენტარი გააკეთა. -“ვფიქრობ რომ მეორე ტაიმი ჩვენ მართლა ძალიან კარგად ვითამაშეთ. გავიტანეთ გოლი და თამაშში დავბრუნდით. 1:1-ზე შესანიშნავი შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ამ ეტაპზე გავარდნა ჩვენთვის სირცხვილია.” -“ასეთი რამ უკვე მრავალჯერ მოხდა. არ ვაპირებ ვისაუბრო ვიდეო რეფერიზე, თუ მათ გადაწყვიტეს, […]