წყალბურთის კლუბ “დინამო თბილისს” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება
წყალბურთის კლუბ “დინამო თბილისს” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. სერბი დეიან სტანოიევიჩი საქართველოში სულ მალე ჩამოვა. და კლუბის გარდა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებსაც ჩაიბარებს. “დინამოს” რევაზ ჩომახიძის წასვლის შემდეგ, დროებით ზუკა რურუა თავკაცობდა, რომლის ხელმძღვანელობითავ თბილისურმა კლუბმა ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა და ერთ შეხვედრაში ისტორიული გამარჯვების მოპოვებაც მოახერხა. სერბი სპეციალისტი წყალბურთს სერბულ “ვოივოდინაში” თამაშობდა, წლების მანძილზე იყო […]
წყალბურთის კლუბი “დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩს კვლავ ბუდაპეშტში გამართავს
როგორც მოგეხსენებათ წყალბურთის კლუბი “დინამო თბილისი” ევროპის 12 უძლიერეს კლუბს შორისაა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. დეკემბერში ჩატარებული 3 მატჩის შემდეგ თბილისელები 1 გამარჯვებითა და 2 მარცხით ექვსგუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებენ. გასული წლის ბოლოს “დინამო” ესპანურ “ბარსელონეტასთან” 17:5, ხოლო იტალიურ “ბრეშასთან” 9:15 დამარცხდა, რასაც მონტენეგროულ “იადრანთან” ისტორიული გამარჯვება მოჰყვა 11:8, გოლები ბითაძემ (3), ელაჩამ (3), […]
ენკა დამარცხებულია | დინამო თბილისი ოლიმპიაკოსთან შეხვედრისთვის ემზადება
“დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება: “ოლიმპიაკოსთან” შეხვედრამდე, წყალბურთელთა გუნდი სტამბოლში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ “ენკა სტამბოლთან” ამხანაგური მატჩი გამართა და თურქული გუნდი ანგარიშით 16:11 დაამარცხა. ღამის დამღლელი ფრენისა და რამდენიმესაათიანი რეაბილიტაციის შემდეგ, დინამოელებმა “ენკას” ბაზაზე ივარჯიშეს და ადგილობრივ გუნდთან სპარინგ-მატჩი ჩაატარეს. “დინამოელთა” რიგებიდან თავი მარკო იელაჩამ (4), დუშან ვასიჩმა (3), სანდრო ადეიშვილმა (2), იოვან […]
დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტს დაუპირისპირდება | პრევიუ
26 ოქტომბერს, წყალბურთში ჩემპიონთა ლიგა სტარტს აიღებს. ამავე დღეს, “დინამო თბილისი” პირველ შეხვედრას ათენში, ტურნირის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრედენტენტის, “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:15-ზე დაიწყება – პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა გულშემატკივარს Live.ge-ის ფეისბუქ გვერდსა და ტელეარხ “ტელესკოლაზე” შეეძლება. წყალბურთის სამყაროში ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა ციფრულმა მედიამ, Total Waterpolo-მ, თბილისურ კლუბს “ჯგუფის აუტსაიდერი” უწოდა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ […]
15:13 | დინამო თბილისის დასანანი მარცხი იადრანთან
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, ხორვატულმა “იადრანმა” “დინამო თბილისს” უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში, ანგარიშით 15:13 დაამარცხა. მატჩის დაწყებამდე, “იადრანი” უპირობო ფავორიტად იყო მიჩნეული, თუმცა როგორც თამაშმა აჩვენა, ეს მოსაზრება აზრს იყო მოკლებული და ზედმეტი თავდაჯერებულობის შედეგად, ხორვატულმა გუნდმა რთული გამარჯვება მოიპოვა. მატჩის ანგარიში “დინამომ” გახსნა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველ მეოთხედში გუნდი თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, თუმცა […]
“დინამო თბილისი სიკვდილის ჯგუფშია” | Total Waterpolo-მ თბილისური კლუბის შანსები შეაფასა
26 ოქტომბერს, წყალბურთში ჩემპიონთა ლიგა სტარტს აიღებს. “დინამო თბილისთან” ერთად, ტურნირზე 16 გუნდი მონაწილეობს, რომელიც 2 ჯგუფშია გადანაწილებული. გუნდები ერთმანეთს როგორც საშინაო არენაზე, ასევე გასვლით შეხვედრებში დაუპირისპირდებიან. წყალბურთის სამყაროში ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა ციფრულმა მედიამ, Total Waterpolo-მ, ტურნირის პრევიუ გამოაქვეყნა, რომლის ობიექტივშიც, ცხადია, “დინამო თბილისიც” მოექცა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ A და B ჯგუფებში შესანიშნავი კლუბები […]
ჩემპიონთა ლიგა | დინამო თბილისი ოლიმპიაკოსთან დამარცხდა
“დინამო თბილისი” “ოლიმპიაკოსთან” გასვლით მატჩში დამარცხდა: წყალბურთელთა გუნდი ბერძნებს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დაუპირისპირდა და ანგარიშით 20:9 დამარცხდა. ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულმა “ოლიმპიაკოსმა” ძალები არ დაზოგა და პირველივე წამიდან უპირატესობა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, იოანის ფუნტულისმა, რომელმაც “დინამოს” 8 გოლი გაუტანა. თამაშის დასრულების შემდეგ, მატჩის საუკეთესო მოთამაშეს გავესაუბრეთ: კმაყოფილი […]
დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას გამართავს | ყველაფერი მატჩის შესახებ
23 თებერვალს, “დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგაზე მე-10 შეხვედრას გამართავს. წყალბურთელები სერბულ “რადნიჩკის” უმასპინძლებენ. დღევანდელ შეხვედრას წყალბურთელები საბრძოლო შემადგენლობით ხვდებიან და პირველი გამარჯვებისთვის ემზადებიან. “დინამო თბილისის” მეტოქე 7 ქულით ბოლოს წინა ადგილს იკავებს და თუკი თბილისური კლუბის უკანასკნელ მატჩს გავიხსენებთ, თამამად შეიძლება იმისი პროგნოზირება, რომ “დინამოს” დღეს გამარჯვებისთვის ბრძოლა შეუძლია. თუმცა აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ 20 […]