EA Sports-მა FIFA 21-ს გარეკანის ოფიციალური ფოტო წარადგინა. ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ვიდეო-თამაშის ახალ ვერსიას “პსჟ-ს” და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე დაამშვენებს. ახალგაზრდა ნიჭიერი თავდამსხმელისთვის ეს დიდი აღიარებაა, რადგან აქამდე FIFA-ს სხვადასხვა ვერსიების გარეკანზე ისეთი ფეხბურთელები მოხვედრილან, როგორებიც დავიდ ჟინოლა, დევიდ ბექჰემი, დენის ბერგკამპი, პოლ სქოულზი, რობერტო კარლოსი, რაიან გიგზი, ტიერი ანრი, ალესანდრო დელ პიერო, რონალდინიო, […]