ჯანო ანანიძე თურქულ გუნდთან დააკავშირეს
ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკს” ტოვებს. ქართველ ფეხბურთელს რუსულ კლუბში ბევრს არ ათამაშებენ. 27 წლის ნახევარმცველს სურს, რომ მარტის ნახევარფინალებს კარგ ფორმაში შეხვდეს. რუსული მედიის თანახმად, “სპარტაკი” ჯანოს იჯარის გაშვებას აპირებს. ადრე დაიწერა, რომ მოსკოველები ანანიძეს ტულას “არსენალში” გაანათხოვრებდნენ, ახლა კი, ქართველ ფეხბურთელს თურქული ვარიანტი გამოუჩნდა. Yeniakit.com-ის ინფორმაციით, ჯანოს გადაბირებით “დენიზილსპორი” დაინტერესდა. “დენიზლისპორის” ხელმძღვანელობამ მოლაპარაკება დაიწყო […]
რუსული მედია ადასტურებს: ანანიძე იჯარით თურქულ გუნდში ითამაშებს
დღეს დადასტურდა, რომ ჯანო ანანიძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე თურქეთის ჩემპიონატში გადავა. რუსული მედიის თანახმად, ქართველი ფეხბურთელი სეზონის დარჩენილ ნაწილს იჯარის წესით “დენიზლისპორში” გაატარებს. Sovsport.ru-ის თქმით, მოსკოვის “სპარტაკი” მზად არის, რომ ანანიძის ხელფასის გარკვეული ნაწილი კვლავ გადაიხადოს. ჯანო ანანიძე “სპარტაკში” 2009 წლიდან თამაშობს. 27 წლის ნახევარმცველმა რუსულ გუნდში 146 მატჩი ჩაატარა, სადაც 16 გოლსა და 17 […]