ცნობილი სპორტსმენების შეფასებები დე ხეას დღევანდელ პერფორმანსზე.
დღეს “უემბლიზე” “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ტოტენჰემი” მარკუს რეშფორდის ერთადერთი გოლით დაამარცხა, “ეშმაკების” ესპანელმა კიპერმა კი 11 სეივი გააკეთა, და თითქმის ყველა მათგანი საოცარი სირთულის იყო. სწორედ ამიტომ სოციალური ქსელი დე ხეას საქებარმა სიტყვებმა დაიპყრო, გთავაზობთ ცნობილი სპორტსმენების შეფასებებს, “მანჩესტერის” მეკარის დღევანდელ პერფორმანსზე. პიტერ შმეიხელი (მანჩესტერის ყოფილი მეკარე) – “მშვენიერი გამარჯვება, დე ხეა კი უბრალოდ კედელია.” მიკაელ […]
მოურინიოს რეალში პრემიერლიგის ფეხბურთელების მიყვანა უნდოდა
ჟოზე მოურინიოს მადრიდის “რეალში” მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ დიდი გეგმები ჰქონდა. ესპანური მედიოს ინფორმაციით, პორტუგალიელ სპეციალისტს “ბლანკოსში” ვან დაიკისა და დე ხეას მიყვანა უნდოდა. მოურინიო მადრიდელთა პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს არწმუნებდა, რომ ეს პოზიციები გუნდში ყველაზე პრობლემური იყო. შეგახსენებთ, რომ მედიაში მოურინიოს “რეალში” დაბრუნების შესახებ იწერებოდა, თუმცა “თეთრებს” სათავეში კვლავ ზინედინ ზიდანი ჩაუდგა.
ბოლო ათწლეულის მეკარეთა საუკეთესო ათეული
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარე დაასახელა. დეკადის საუკეთესო გოლკიპერად მიუნხენის “ბაიერნის” და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დასახელდა. მეორე პოზიციას ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ეროვნული გუნდის ლეგენდარული გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი იკავებს, ხოლო სამეულს მადრიდის “რეალის” და ბელგიის ნაკრების პირველი ნომერი ტიბო კურტუა ასრულებს. ათწლეულის საუკეთესო მეკარეთა ათეული შემდეგნაირად […]