დეშამმა ნაკრების კაპიტნად მბაპეს დანიშვნა დაადასტურა
საფრანგეთის ნაკრების კაპიტნად კილიან მბაპეს დანიშვნა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა დაადასტურა: ,კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების ახალი კაპიტანია, ანტუან გრიზმანი – ვიცეკაპიტანი. კილიანს შეუძლია, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, რომელსაც კაპიტნობა მოითხოვს. ის გუნდში და მოედანზე საკვანძო ფიგურაა,” – დეშამის სიტყვებს Espn-ი ციტირებს. ეროვნული ნაკრების კაპიტნის რანგში მბაპე პირველ შეხვედრას 24 მარტს, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. […]
საუკეთესო მწვრთნელობისთვის ანჩელოტი, გვარდიოლა და სკალონი იბრძოლებენ
დროა 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელიც გამოვლიდნეს. აღნიშნული ტიტულისთვის მფლობელი “რეალის” თავკაც კარლო ანჩელოტის, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელ პეპ გვარდიოლასა და არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლიონელ სკალონის შორის გამოვლინდება. კარლო ანჩელოტიმ გასულ წელს მადრიდულ კლუბთან ერთად ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის სუპერ თასის მოგებაც შეძლო. რაც შეეხება, პეპ გვარდიოლას. ესპანელმა სპეციალისტმა 2022 წელს მის მე-5 სეზონში […]
შესაძლოა საფრანგეთის ნაკრებს კილიან მბაპემ უკაპიტნოს
როგორც მოგეხსენებათ, უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია „ტოტენჰემის“ მეკარემ თავად დაადასტურა. უგომ საფრანგეთის ნაკრებში 145-ჯერ ითამაშა და „მამლების“ ისტორიაში, ყველაზე მეტი ჩატარებული თამაშით, რეკორდსმენიც გახდა. მოგეხსენებათ, დიდიე დეშამის ნაკრებს სწორედ ლორისი კაპიტნობდა და მისი წასვლით ეს ადგილი ვაკანტური გახდა. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ახალი კაპიტანი “პსჟ-ს” შემტევი და საფრანგეთის ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე […]
“ზიდანი საფრანგეთია, ის სათანადოდ უნდა დავაფასოთ” – მბაპე
საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავი – კილიან მბაპე, ფრანგი ლეგენდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. კილიან მბაპემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ზინედინ ზიდანს სათანადო პატივს არ სცემენ. მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ, ზიდანი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუკავშირეს და დეშამის შემცვლელად დაასახელეს, თუმცა დეშამმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. მოგვიანებით […]
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 54 წლის სპეციალისტმა ,,ლურჯები” 2012 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით საფრანგეთი 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, 2022 წელს კი მუნდიალის ფინალში არგენტინასთან დამარცხდა. გარდა ამისა, დეშამის გუნდმა 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2021 წელს […]
“მთავარი დამნაშავე ბენჟამინ პავარია” – ფრანგ მცველს თანაგუნდელები აკრიტიკებენ
მსოფლიოს აწ უკვე ექს-ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები ტიტულის დაცვასთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა არგენტინის ნაკრებთან ფინალური შეხვედრის პენალტების სერიაში (4:2) დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა. როგორც მოგვიანებით მედიის მეშვეობით გახდა ცნობილი, საფრანგეთის ნაკრების შიდა სამზარეულოში ყველაფერი რიგზე არ იყო და ამას თავად ფეხბურთელები აღიარებდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელების უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ გუნდის შიგნით არსებული ნეგატიური […]
“თქვენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს არ თამაშობთ” – რა უთხრა დეშამმა გუნდს შესვენებაზე
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი საკმაოდ დრამატული გამოდგა. პირველი ტაიმის შემდეგ, არგენტინა ძალიან დამაჯერებლად მოქმედებდა მოედანზე და საფრანგეთ აშკარად დაჯაბნა. ეს ყველაფერი ანგარიშზეც აისახა. სამხრეთ ამერიკელები შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. ბუნებრივია, რომ ამ ყველაფრით დიდიე დეშამი ძალიან უკმაყოფილო იქნებოდა და ეს მის სიტყვებშიც ჩანს: “ბიჭებო, თქვენ აქ არ ხართ! ერთი ორთაბრძოლაც კი ვერ მოიგეთ! იცით რა განსხვავებაა […]
დეშამი: ,,სინანული ახლა უფრო დიდია, ვიდრე 0:3 რომ წაგვეგო”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ისაუბრა: ,,სინანული ახლა უფრო დიდია, ვიდრე 0:3 რომ წაგვეგო, მაშინ სალაპარაკო არაფერი იქნებოდა. ერთი საათის განმავლობაში ვერ შევძელით ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ შემდეგ, სიმამაცე, ოსტატობა და ენერგია გამოვავლინეთ. ადრეული შეცვლები იმიტომ გავაკეთე, რომ კმაყოფილი არ ვიყავი, ვფიქრობდი, რომ უკეთ შეგვეძლო. ეს არ ნიშნავს, […]
საფრანგეთის ძირითადი შემადგენლობა არგენტინის წინააღმდეგ
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე 2 საათზე ნაკლებია დარჩენილი. სრულიად საფეხბურთო სამყაროს ყურადღება კატარისკენაა მიმართული სადაც, რამდენიმე საათში მთავარ კითხვას გაეცემა პასუხი – შეძლებს კილიან მბაპე ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, თუ ლეო მესი დაეუფლება ნანატრ ტიტულს? ფინალური მატჩის წინ, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – დიდიე დეშამმა “ლე ბლეს” ძირითადი შემადგენლობა […]
დეშამი: ,,შესაძლოა, მესის ჩემპიონობა ზოგიერთ ფრანგსაც სურდეს”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა: ,,არსებობს გაუთვალისწინებელი გარემოებები, სიტუაციები, რომლებსაც უნდა მოვერგოთ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ხვალ არგენტინასთან ეს მატჩი გვეთამაშა. პრობლემებთან გამკლავება მათაც მოუწიათ, საუდის არაბეთთან პირველი შეხვედრა წააგეს. არ მეშინია და არც ვნერვიულობ. ასეთი შეხვედრისთვის მზადების პროცესში სიმშვიდის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. არის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი და […]
კინგსლი კომანს აქლემის ვირუსი დაუდასტურდა
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – დიდიე დეშამმა დაადასტურა, რომ ნაკრების შემტევს – კინგსლი კომანს აქლემის ვირუსი დაუდგინდა. დეშამმა ასევე აღნიშნა, რომ კომანი მესამე ფეხბურთელია დაიო უპამეკანოსა და ადრიან რაბიოს შემდეგ, რომელსაც ეს ვირუსი მუნდიალის მიმდინარეობისას გამოუვლინდა. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკოს ზღაპრული თავგადასავალი საფრანგეთის ნაკრებმა დაასრულა. ფრანგებმა ნახევარფინალში აფრიკელები 2:0 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს. რაბიო […]
“ამ გუნდით ვამაყობ” – მაკრონი დეშამს მხარდაჭერას უცხადებს
საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი, დიდიე დეშამს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებს, რომ სპეციალისტს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. “ლე ბლე” მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. დეშამის კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იწურება. მაკრონი მწვრთნელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვს. მუნდიალის 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში, საფრანგეთმა მაროკოს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არგენტინას დაუპირისპირდება. ნახევარფინალურ […]