უდიდესი ალბათობით, საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას იტალიურ “ნაპოლიში” გააგრძელებს. ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, ქართულ და იტალიურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა, ყველაზე პრესტიჟულმა იტალიურმა, კერძოდ კი ნეაპოლიტანურმა გამოცემებმაც დაადასტურეს. სანდო წყაროზე დაყრდნობით,ლ იტალიაში იუწყებიან, რომ ქართველ ფეხბურთელსა და “ნაპოლის” შორის შეთანხმება 5-წლიან კონტრაქტზე შედგა და ახლა მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა დარჩენილი, რასაც ფეხბურთელი სამედიცინო […]