ფეხბურთის ისტორიაში პირველად – ჩემპიონთა ლიგის მატჩს ქალი მთავარი მსაჯი განსჯის
3 დეკემბერს, ტურინში გასამართი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი ისტორიაში შევა. აღნიშნულის მიზეზი UEFA-ს მიერ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება გახდა. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფეხბურთის ისტორიაში პირველად – ჩემპიონთა ლიგის მატჩის მთავარი მსაჯი ქალი იქნება. “იუვენტუსისა” და “დინამო კიევის” მატჩს ცნობილი ფრანგი ქალი არბიტრი – სტეფანი ფრაპა გაუძღვება. აღსანიშნავია, რომ კარიერის მანძილზე სტეფანი ფრაპა უკვე გაუძღვა რამდენიმე […]
ლევანდოვსკის დუბლი | ბაიერნი 2-ბურთიანი სხვაობით იგებს | VIDEO
ლუჩესკუ: “ბარსელონა იმ დონეზე არ არის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს”
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, “ბარსელონამ” “დინამო კიევი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. კატალონიელებს 3 მატჩში 9 ქულა აქვთ მოგროვებული, თუმცა “დინამო კიევის” მთავარი მწვრთნელის, მირჩა ლუჩესკუს მოსაზრებით, “ბლაუგრანა” მიმდინარე სეზონში არ არის იმ დონზე, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლოს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ “დინამო კიევი” ბარსელონაში 13 ფეხბურთელის გარეშე ჩავიდა – 9 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. იქედან გამომდინარე, რომ […]
ლუჩესკუმ დანიშვნიდან 4 დღეში დინამო კიევი დატოვა
მირჩა ლუჩესკუს კარიერა “დინამო კიევში” მხოლოდ 4 დღიანი გამოდგა. რუმინელმა სპეციალისტმა უკრაინული გუნდი დანიშვნიდან რამდენიმე დღეში დატოვა. ლუჩესკუსა და “დინამო კიევს” შორის კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი გულშემატკივარი გახდა. როგორც მოგეხსენებათ, 74 წლის რუმინელი მრავალი წლის განმავლობაში კიეველთა მოსისხლე მტრის, დონეცკის “შახტარის” მთავარი მწვრთნელი იყო. “დინამო კიევის” ფანები ბოიკოტსა და აქციებს აანონსებდნენ. საბოლოოდ, ქომაგებსა და კლუბის მფლობელ […]
ბარსელონა, სპორტინგი, გალათასარაი | ბუფონი 6 კლუბის სატრანსფერო რადარზე
ლეგენდარულმა იტალიელმა კიპერმა – ჯიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “იუვენტუსს” დატოვებს. ტურინული გრანდის რიგებში გატარებული 17-წლიანი ფანტასტიკური კარიერის შემდეგ, ბუფონმა პირველად “იუვენტუსი” 2018 წელს დატოვა და “პარი სენ ჟერმენს” შეუერთდა. ტომას ტუხელის მეთაურობით, პარიზულ გრანდში ბუფონისა და ალფონს არეოლას როტაცია ხდებოდა – საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ბუფონი კვლავ “ბიანკონერის” […]
ბარსელონა 1:0 დინამო კიევი (მიმოხილვა)
დემეტრაძე: “ძალიან სამწუხაროა ის რაც ჩემს მეორე სამშობლოში ხდება”
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი დემეტრაძემ სოციალურ ქსელში უკრაინელებს მიმართა. „ძვირფასო უკრაინელებო, მე ვარ გიორგი დემეტრაძე – ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თქვენს ქვეყანაში თამაშობდა და ცხოვრობდა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი მეორე სამშობლოა. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც თქვენს სამშობლოში ხდება. მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ. დიდება უკრაინას!“ – ამბობს დემეტრაძე. შეგახსენებთ, […]
დინამო კიევი: ,,რუსო ჯარისკაცებო, идите нах*й!”
უკრაინის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ,,დინამო კიევი” ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიმართ განცხადებას ავრცელებს: ,,რუსო ჯარისკაცებო! თუ უკრაინის ტერიტორიაზე ნამდვილად არიან ,,ბანდერელები” (უკრაინელი ნაციონალისტები, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ) და სხვა გამოგონილი პერსონაჟები ავადმყოფური პროპაგანდისტული ფანტაზიით, მაშინ ეს უკრაინის მთელი მოსახლეობის 100%-ია! აქ გასათავისუფლებელი არავინაა, შებრუნდით და идите нах*й! უკრაინა თავისუფალი […]
გნაბრის გოლით ბაიერნმა 3-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა | VIDEO
დინამო კიევი საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებს
შემოსავლის ზრდისა და ახალი გულშემატკივრების მიზიდვის მიზნით, “დინამო კიევი” კრიპტოვალუტას გამოუშვებს. პროექტთან დაკავშირებით, უკრაინული საფეხბურთო კლუბი ამერიკულ ბლოკჩეინ კომპანიასთან, Moonwalk-თან ითანამშრომლებს. ე.წ. “ტოკენების” გამომუშავებისთვის, “დინამო კიევის” გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის მატჩის შედეგი უნდა გამოიცნონ. Moonwalk-ის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გულშემატკივრები “დინამო კიევის” Facebook ან Instagram გვერდებზე განთავსებულ პოსტებზე იაქტიურებენ (მოწონება, კომენტარის დაწერა და […]
“დინამო კიევის” სლოვენიელმა ვინგერმა, ბენჟამინ ვერბიჩმა უკრაინელ ხალხს მხარი დაუჭირა და რუსეთის აგრესია დაგმო. “უკრაინელებო! უკრაინა! ჩვენ გელოდებით ევროკავშირში. გვჯერა თქვენი და თქვენი გამარჯვების. თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს, რომ სიმართლისა და ღირსების გზა არ არის მარტივი, მაგრამ თქვენი ძალა და ერთიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს“, – წერს ვერბიჩი სოციალურ ქსელში შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში […]