დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აჭარაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ბათუმში სემინარი ჩაატარა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გამყრელიძემ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის საინტერესო თემაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კორონავირუსის პანდემია 12 სექტემბერს, ბათუმის ახალი სტადიონის გახსნას ვერ შეაფერხებს. “რაც შეეხება ბათუმის სტადიონს, გუშინ რომ ჩამოვედი ღამით, განათებული იყო, ძალიან მომეწონა. პირბადით და ორი სკამის […]