NBA-ს რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” 105:102 დაამარცხა. შეხვედრაში მორიგი მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა ლებრონ ჯეიმსმა. “მეფემ” კარიერაში 7241-ე საჯარიმო ტყორცნა ჩააგდო, დირკ ნოვიცკის გადაასწრო და ამ კომპონენტში NBA-ს ისტორიაში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. ამ კომპონენტში ლიდერი “იუტა ჯაზის” ყოფილი კალათბურთელი კარლ მელოუნია, რომელსაც 9787 თავისუფალი ტყორცნა აქვს ჩაგდებული, მას მოსის […]