დუბაის ტურნირი – ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
14-20 მარტს დუბაიში ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. პირველ წრეში ქართველ ჩოგბურთელს თამაში არ უწევს, მეორე რაუნდში კი მისი მეტოქე ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ტეილორ ფრიცი იქნება. როგორც იცით, ნიკოლოზმა 23 წლის ამერიკელი გუშინ, დოჰას ტურნირის ნახევარფინალში დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მეტოქესთან მარტივი გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც […]
ფედერერის სუპერ ქულა ფინალში და კომენტატორის სასაცილო რეაქცია (ვიდეო)
ფედერერმა კარიერაში მე-100 ტურნირი მოიგო (მიმოხილვა)
დღეს დუბაის 500-იანთა თანრიგის ტურნირი დასრულდა. ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა (7) მსოფლიოს მე-11 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი ორ სეტში – 6:4; 6:4 დაამარცხა და მე-100 კარიერული ტიტული მოიპოვა. ფინალური დაპირისპირება ძალიან ხანმოკლე გამოდგა და სულ რაღაც, საათსა და 11 წუთში დასრულდა. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, ფედერერმა თამაშში 6 ეისი შეასრულა, ორმაგი შეცდომა კი არ ჰქონია. ციციპასს საპასუხოდ […]
ბასილაშვილმა მე-13 ჩოგანს პირველი სეტი მოუგო (ვიდეო)
დღეს დუბაიში, ATP-ის 500-იანი ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპი მიმდინარეობს. ნიკოლოზ ბასილაშვილი აღნიშნულ რაუნდში ხორვატ ბორნა ჩორიჩს (13) ეთამაშება. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე პირველ სეტში 6:4 დაამარცხა და დაპირისპირებაში წინ გავიდა.
ბასილაშვილის თამაში ცოტა ხნით გადაიდო
დღეს დუბაის ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპი მიმდინარეობს. ნიკოლოზ ბასილაშვილს (19) დაპირისპირება ბორნა ჩორიჩთან (13) ელის. პირველი ინფორმაციით, ნიკოლოზის თამაში 20:30-ზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა წინა 1/4-ფინალური შეხვედრების ხანგძლივობის გამო, თამაში 22 საათისთვის გადაიდო.
ბასილაშვილის მეტოქე დუბაის ტურნირის 1/4 ფინალში ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ, დუბაის ტურნირის მე-3 დღე დასრულდა. უკვე გარკვეულია ყველა მეოთხედფინალური წყვილი. ნიკოლოზ ბასილაშვილი (19) აღნიშნულ ეტაპზე ბორნა ჩორიჩს (13) დაუპირისპირდება. ხორვატმა ჩოგბურთელმა რთულ ბრძოლაში ტომაშ ბერდიხი (88) დაამარცხა – 1:6; 6:1; 7:6. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა მერვედფინალში მსოფლიოს მე-18 ჩოგბურთელს, ბაუტისტა აგუტს მოუგო – 6:7; 6:4 6:3. ჩორიჩსა და ბასილაშვილს შორის თამაში ხვალ დაახლოებით, […]
დუბაის ტურნირს ორივე რუსი ჩოგბურთელი გამოეთიშა
გუშინ დუბაიში, სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირმა. 25 თებერვალს ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (19) რუსი კარენ ხაჩანოვი (12) მარტივად დაამარცხა – 6:4 6:1. დღეს რუსებმა აღნიშნულ ტურნირზე მე-2 ჩოგბურთელიც დაკარგეს – დანილ მედვედევმა (15) ლიეტუვულ რიკარდას ბერანკისთთან უშანსოდ წააგო – 6:3; 6:3.
ბასილაშვილის მეტოქე დუბაის ტურნირის 1/8 ფინალში ცნობილია
დღეს დუბაიში, ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირმა აიღო სტარტი. ნიკოლოზ ბასილაშვილმა (19) 1/16 ფინალურ ეტაპზე კარენ ხაჩანოვს (12) მარტივად 2 სეტში – 6:4; 6:1; სძლია. რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, თუ ვის დაუპირისპირდება ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში. ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი ბაუტისტა აგუსტი იქნება. მსოფლიოს მე-18 ჩოგანმა თავისი მატჩი ინდოელ რამათანთან მოიგო – 6:4; 6:4.
ორი გამარჯვება ერთ დღეში: ბასილაშვილმა წყვილებშიც მოიგო
დღეს დუბაიში, ATP-ის 500-იანმა ტურნირმა აიღო სტარტი. ნიკოლოზ ბასილაშვილმა (19) როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგებში იასპარეზა. ქართველმა ჩოგბურთელმა ჯერ კარენ ხაჩანოვი დაამარცხა 2 სეტში – 6:4 6:1, რამდენიმე საათში კი ებდენთან ერთად რავენ კლაასენისა და მაიკლ ვენუსის წყვილს მოუგო – 7:6; 3:6; 10:3. მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ნიკოლოზის მეტოქე.
დუბაის ტურნირი: ფედერერი კოლშრაიბერით იწყებს
25 თებერვალს დუბაიში, ATP-ის 500-იანი ტურნირი აიღებს სტარტს. როჯერ ფედერერი, რომელიც მე-2 ნომრადაა განთესილი, პირველ ეტაპზე გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს დაუპირისპირდება. შვეიცარიელი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაზე ციციპასთან წაგებული მატჩის შემდეგ, პირველ შეხვედრას ჩაატარებს. დაუჯერებელია, მაგრამ მსოფლიოს მე-7 ჩოგანმა ფედერერმა კოლშრაიბერის წინააღმდეგ კარიერის მანძილზე 13 მატჩი ჩაატარა და მეტოქე ყველა მათგანში დაამარცხა.