რონალდუზე, ბენზემაზე და სხვა სუპერვარსკვლავებზე წინ – ვის უსწრებს კვარაცხელია სატრანსფერო ფასით?
2022 წლის 27 სექტემბერს წამყვანმა საფეხბურთო სტატისტიკის და სატრანსფერო მონაცემების მწარმოებელმა კომპანია Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების და იტალიური “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი განაახლა და იგი 20 მილიონით გაზარდა. შედეგად, 21 წლის ტალანტის სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 35 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ყველა დროის ქართული რეკორდია. საინტერესოა, რომ ამ ზრდის შემდეგ, კვარაცხელიამ არაერთ სუპერვარსკვლავს გაასწრო და უკან […]
ფიორენტინას სამმა ფეხბურთელმა კორონავირუსი დაამარცხა!
ბოლო პერიოდში იტალიიდან ბევრი პოზიტიური ამბავი არ გვესმის, რადგან იქ კორონავირუსი მძვინვარებს და სიკვდილიანობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან, თუმცა ახლა კარგი ამბავი უნდა გაცნობოთ. “ფიორენტინას” ფეხბურთელებმა: პატრიკ კუტრონემ, ჟერმან პეზელამ და დუშან ვლაჰოვიჩმა, რომლებსაც რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდგინდათ, ამ ვირუსისგან სრულიად განიკურნენ. მათ გუშინ ტესტმა უარყოფითი პასუხი უჩვენა და დღეს ხელმეორედ ჩაიტარეს Covid […]
ვლაჰოვიჩი, ჰოლანდი – 6 ტრანსფერი, რომელიც მანჩესტერის ბორდმა დაბლოკა
ისტორიული და ტიტულოვანი ინგლისური კლუბისგან, გულშემატკივრები ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვენ. “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისური “ოცნებების თეატრში” არაერთმა სახელოვანმა ვარსკვლავმა მოირგო – თუმცა, კლუბის მმართველმა ბორდმა 6 ვარსკვლავის ტრანსფერი დაბლოკა, რომელთა შეძენა რალფ რანგნიკს სურდა. ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რალფ რანგნიკს “მანჩესტერ იუნაიტედში” ისეთი სახელოვანი ვარსკვლავების მიყვანა სურდა, როგორიცაა: იოშკო გვარდიოლი, კრისტოფერ ნკუნკუ, ალვარო მორატა, დუშან […]
ფიორენტინა ვლაჰოვიჩს 100 მილიონ ევროდ აფასებს
“ფიორენტინას” თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი ევროპული გრანდებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი არ იქნება. იტალიური მედიის თანახმად, სერია A-ის საუკეთესო ბომბარდირს “ფიორენტინა” 100 მილიონ ევროდ აფასებს. რაც შეეხება მსურველებს, ვლაჰოვიჩის შეძენით არაერთი გუნდია დაინტერესებული. The lists are endless as OnlineCasino offers an exciting selection of goodies that include full verification as well as unique promotions and offers that you […]
ზამთრის სატრანსფერო პერიოდის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი
ზაფხულისგან განსხვავებით, იანვრის სატრანფერო პერიოდი ნაკლები ხმაურით ხასიათდება. გუნდები, უმეტესწილად, ფეხბურთელების იჯარის წესით დამატებაზე და ტრავმიანობისგან გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნავენ. თუმცა ამავე პერიოდს მოულოდნელი ტრანსფერებიც ახასიათებს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონია. მაგალითისთვის, კოუტინიოს ტრანსფერი გავიხსენოთ, რომელმაც “ბარსელონას” უდიდესი ფინანსური ზიანი მიაყენა. მეორე მხრივ, ლუკა მოდრიჩის დამატებას ესპანური მედია “რეალის” შეცდომად განიხილავდა, თუმცა დრომ აჩვენა, თუ რაოდენ […]
კლუბები შეთანხმდნენ: დუშან ვლაჰოვიჩი იტალიურ გრანდს შეუერთდება
ევროპული მედიის ინფორმაციით, “ფიორენტინას” თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი მალ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება. როგორც ირკვევა, “ბებერმა ქალბატონმა” სერბი ფორვარდის გადაბირებისთვის ბრძოლაში ლონდონის “არსენალი” დაამარცხა და ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება. “იები” გუნდის ლიდერის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს მიიღებენ. მან 2021 წლის ზაფხულში “ფიორეს” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად გახდომაზე უარი უთხრა, მოქმედი ხელშეკრულება […]
ვლაჰოვიჩი: ,,ჩვენ იუვენტუსი ვართ და ქულების დაკლების არ გვეშინია”
,,იუვენტუსის” თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი, სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ტურინულ გუნდს 15 ქულა მოაკლეს: ,,რამდენიმე ქულის დაკლების არ გვეშინია! არ გვეშინია ჩვენი მეტოქეების, რადგან, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ დავეცით, უფრო ძლიერები ვხდებით. ჩვენ იუვენტუსი ვართ!” – წერს სერბი სოციალურ ქსელში. გუშინ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს” ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს. იტალიის […]
ოფიციალურად: დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსის ფეხბურთელია
სერბეთის ეროვნული ნაკრებისა და “ფიორენტინას” ა.წ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდა. “ბებერმა ქალბატონმა” სერბი ფორვარდის გადაბირებისთვის ბრძოლაში ლონდონის “არსენალი” დაამარცხა და ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. 🔥🔥🔥🔥#Vlahovic #JMedical pic.twitter.com/PZrleu5a9Y — JuventusFC (@juventusfc) January 28, 2022 “იები” გუნდის ლიდერის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს მიიღებენ. მან 2021 წლის ზაფხულში “ფიორეს” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და კლუბის ისტორიაში […]
ვლაჰოვიჩი: ,,მინდა, რომ იუვენტუსმა ჩემით იამაყოს”
,,იუვენტუსის” ახალწვეულმა, დუშან ვლაჰოვიჩმა, ტურინულ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა: ,,იუვენტუსი სიამაყეს, ტრადიციასა და ოჯახს წარმოადგენს. გუნდი ერთი წუთითაც არ დანებებულა. მწვრთნელებისა და თანაგუნდელების განკარგულებაში ვარ და ვეცდები, მათ რაც შეიძლება მალე დავეხმარო. დღეს ჩემი დაბადების დღეა (28 იანვარი) – ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე, რაც კი ოდესმე მქონია. მინდა, რომ იუვენტუსმა ჩემით იამაყოს. ჩვენ ყოველთვის ყველა […]
2022 წლის ზამთრის ტოპ 10 ტრანსფერი ევროპაში
ევროპაში 2022 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. წამყვან ჩემპიონატებში არაერთი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა, რაც მოვლენების საინტერესოდ განვითარებას გვპირდება. ევროპული გრანდები, ისეთები, როგორებიც ტურინის “იუვენტუსი”, “ბარსელონა” და “ლივერპული” არიან, საგრძნობლად გაძლიერდნენ. ასევე, შემადგენლობის განახლებაზე ზრუნვა დაიწყო “ნიუკასლმაც“, რომელშიც ახალი, აზიური პროექტი იწყება და რომელიც უახლოესი წლების განმავლობაში “კაჭკაჭებს” შორს მიმავალ პერსპექტივას უსახავს. საერთო ჯამში, ფეხბურთის გულშემატკივარმა […]
დავიდსი ვლაჰოვიჩზე: ,,ეს სერბი მომწონს, მაგრამ იუვეს მაისური მძიმეა და ფიორენტინას არ ჰგავს”
,,იუვენტუსის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ედგარ დავიდსმა, ტურინულ გუნდში დუშან ვლაჰოვიჩის გადასვლაზე ისაუბრა: ,,ეს სერბი მომწონს, მაგრამ იუვენტუსის მაისური მძიმეა და არ ჰგავს ფიორენტინას. ახლა ვნახავთ, რას წარმოადგენს ის რეალურად. იუვენტუსში შეცდომების უფლება არ გაქვს. სხვა გუნდებში თამაში ბევრად უფრო ადვილია, მაგრამ, როცა იუვეს, მილანის ან ინტერის ფორმას ატარებ, ყველაფერი სხვაგვარადაა. შენ მუდმივად უნდა გაიმარჯვო,” – დავიდსის […]