IJF-მა 2021 წლის კალენდარში ოლიმპიამდამდე გასამართი ტურნირები ჩანიშნა
IJF-მა 2021 წლის კალენდარში ოლიმპიამდამდე გასამართი ძიუდოს ტურნირები ჩანიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას “ჯუდოს დღიურები / Judo Diaries” ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, წლის პირველ ნახევარში მასტერსი, 5 გრანდ-სლემი და მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. წინასწარი თარიღები ასეთია: დოჰას მასტერსი 11-13 იანვარი თელ-ავივის გრან-სლემი 18-20 თებერვალი ტაშკენტის გრან-სლემი 5-7 მარტი თბილისის გრან-სლემი 26-28 მარტი ანტალიის გრან-სლემი 1-3 მარტი პარიზის გრან-სლემი 8-9 […]
IJF-მა გუნდურ ასპარეზობაში თუშიშვილის გდება საუკეთესოდ დაასახელა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილის გდება საუკეთესოდ შეაფასა. აღსანიშნავია, რომ ქართველის იპონი გუნდურ ასპარეზობაში შესრულებულ გდებებში გამოარჩიეს. თუშიშვილმა ეფექტური ილეთი იაპონელი ტაცურუ საიტოს წინააღმდეგ შეასრულა. დოჰაში გამართული ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, ქართველი ძიუდოისტებისთვის ისტორიული გამოდგა. 90 წონით კატეგორიაში გამართული ქართული ფინალისა და ინდივიდუალურად მოპოვებული 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა, […]
IJF-ს გამოკითხვაში 2 ქართველი მოხვდა – მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ!
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სხვადასხვა ნომინაციებში 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტების გამოვლენა დაიწყო. გამარჯვებულები 6 ნომინაციაში დასახელდებიან, აქედან ორში კი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველები იბრძოლებენ. ხმის მიცემა დღეს 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება. შედეგები 18 დეკემბერს დასრულდება. 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტის ნომინაციაში მონაწილეობენ: ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია), მატიას კასე (ბელგია), ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო), ლუკაშ კრპალეკი […]
IJF-ს განახლებული რეიტინგი – ილია სულამანიძე მსოფლიოს პირველი ნომერია
ძიუდოს საშეჯიბრო 2022 წელი, იერუსალიმის მასტერსმა დახურა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო (ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე) და 1 ბრინჯაო (ლუკა მაისურაძე). IJF-მა 2022 წლის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც წარმატებული სვლის შემდეგ, -100 კგ წონითი კატეგორიის სათავეში ილია სულამანიძეა. -100 კგ | იერუსალიმის მასტერსამდე, ილია სულამანიძე მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა, მასტერსზე ოქროს მედლის […]
IJF-ს განახლებული რეიტინგი – ლაშა ბექაური რეიტინგში დაწინაურდა
ტოკიოს გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF-მ) მსოფლიო რეიტინგი განაახლა. ტოკიოს გრანდ სლემზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით, ლაშა ბექაური -90 კგ წონით კატეგორიაში 3 პოზიციით დაწინაურდა და წონის მეხუთე ნომერი გახდა. ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, 2022 წლის ტოკიოს გრანდ სლემზე 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და წელი 4000 ქულითა და მეხუთე ადგილით დაასრულა. ასევე აღსანიშნავია ის […]
IJF-ს განახლებული რეიტინგი – სულამანიძე, თუშიშვილი და ლიპარტელიანი დაწინაურდნენ
თელ ავივის გრანდ სლემის შემდეგ, IJF-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. -81 კგ წონით კატეგორიაში, ბელგიელმა მსოფლიო ჩემპიონმა – მატიას კასემ, ტატო გრიგალაშვილის არყოფნაში თელ ავივის გრანდ სლემი მარტივად მოიგო და მსოფლიო რეიტინგში კვლავ პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ ამ წონაში 2021 წელი პირველ ნომრად ტატო გრიგალაშვილმა დაასრულა, 2022 წელს მატიას კასემ გადაუსწრო, თუმცა ტატომ პარიზის გრანდ […]
ზაგრების გრან პრის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF-მ) მსოფლიო რეიტინგი განაახლა. მსოფლიო რეიტინგში ყველა ის ქართველი სპორტსმენი დაწინაურდა, რომელმაც ზაგრების გრან პრიზე წარმატებას მიაღწია. რეიტინგში წინსვლა მხოლოდ ტატო გრიგალაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს არ აქვთ. ტატო გრიგალაშვილი 6492 ქულით კვლავ საკუთარი წონის (-81 კგ) ლიდერად რჩება, ეთერ ლიპარტელიანი კი -57 კგ წონით კატეგორიაში მეოთხე ადგილს 4318 […]
IJF-ს განახლებული რეიტინგი – ღვინიაშვილისა და სარდალაშვილის დიდი წინსვლა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF), აბუ დაბის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ მსოფლიო რეიტინგი განაახლა. აღსანიშნავი და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ განახლებულ რეიტინგში დიდი წინსვლა აქვთ აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონებს: გიორგი სარდალაშვილსა და ბექა ღვინიაშვილს, ასევე ვიცე-ჩემპიონს სოფიო სომხიშვილს. -60 კგ -60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო. ამ გამარჯვებით მას 1000 […]
IJF-ს განახლებული რეიტინგი: გრიგალაშვილი ლიდერია, მაისურაძე დაწინაურდა, თუშიშვილი დაქვეითდა
პარიზის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF-მ) მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. 60 კგ | 60 კგ წონით კატეგორიაში, პარიზის გრანდ სლემი მეშვიდე ადგილით დაასრულა თემურ ნოზაძემ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა და მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. ნოზაძის ანგარიშზე 2983 სარეიტინგო ქულაა. 66 კგ | პარიზის გრანდ სლემზე 66 კგ წონით […]
IJF-ს განახლებული რეიტინგი: ღვინიაშვილი, მარგველაშვილი და ნადირაძე დაწინაურდნენ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) თელ ავივის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ საერთაშორისო რეიტინგი განაახლა. თელ ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა: ოქროს მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ლაშა ნადირაძემ (66 კგ) მოიპოვა. 66 კგ | თელ ავივის გრანდ სლემზე ტრიუმფით ასპარზობის შემდეგ, ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო […]
IJF-ს განახლებული რეიტინგი: შავდათუაშვილი გალიდერდა, გრიგალაშვილმა პირველობა დაკარგა
ბაქოს გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა. განახლებულ რეიტინგში, ყველაზე მეტად რაც თვალში კარგად გხვდვება -73 კგ წონითი კატეგორიაა, სადაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა ლიდერობა დაიბრუნა. ბაქოს გრანდ სლემზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით, ლაშა შავდათუაშვილმა 500 სარეიტინგო ქულა მოიხვეჭა და 6577 ქულით მსოფლიო რეიტინგის სათავეში ჩადგა. მან 67 ქულით გადაასწრო […]
IJF: “შავდათუაშვილმა საოცარი ბრძოლა გამართა…”
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) სოციალურ ქსელში შოჰეი ონოს ოლიმპიური ჩემპიონობა მიულო. აქვე მათ ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრეს: “ძიუდოს ორ ჭეშმარიტ ლეგენდას შორის საოცარი ბრძოლის შემდეგ, გამარჯვებული შოჰეი ონო გამოვიდა. შავდათუაშვილმა საოცარი ბრძოლა გამართა და ახლა უკვე მესამე ოლიმპიური მედლით ბრუნდება სახლში. მას ახლა უკვე ოფიციალურად აქვს სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. ვულოცავთ ორივე […]