8 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღე, ქართული ძიუდოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერება. მიზეზი კი ის არის, რომ 29 წლის ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც -73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ლაშა შავდათუაშვილი მეხუთე ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. აქამდე მსოფლიო ჩემპიონობა: ირაკლი ცირეკიძეს, ავთანდილ ჭრიკიშვილს, გურამ […]