ხვალ, 27 აგვისტოს, თბილისის დროით 05:00 საათზე, სტარტს აიღებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 საშეჯიბრო დღე, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას -73 კგ წონით კატეგორიაში 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს. ოლიმპიურ ჩემპიონს ბადეში ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან მას ძალიან რთული ბადე შეხვდა. ლაშა შავდათუაშვილი C ბადეში განთესილია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ასპარეზობაში მეორე […]