საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ გრანდ, “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ, პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის, FIFA-ს ახალი, ვერსიის გამოსვლას ქართველი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, თუმცა, ექსკლუზიური უფლებები EA Sports-ის კონკურენტმა კომპანია KONAMI-მ შეიძინა და ლიცენზირებული “ნაპოლის” სათამაშოდ გამოყენება მხოლოდ Efootball pes-ში იქნება შესაძლებელი. მხარეებს შორის თანამშრომლობა 2021/22 წლების სეზონიდან დაიწყო, ხოლო სრულად ექსკლუზიურ უფლებებს KONAMI 2022/23 წლების სეზონიდან მიიღებს. […]
FIFA 23-ის მსოფლიო ჩემპიონატის რეჟიმის ფლეილისთი უბრალოდ შესანიშნავია
მსოფლიო ჩემპიონატისთვის მთელი საფეხბურთო სამყარო, მათ შორის EA Sports-იც ემზადება: იმისთვის. რომ საფეხბურთო სიმულატორი უფრო მეტად მიმზიდველი და ჩამთრევი გახდეს, კომპანიამ FIFA 23-ის განახლება გამოუშვა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის რეჟიმის დამატებას გულისხმობს. განახლება არაერთ სიახლეს გვთავაზობს, რომელთა შორის, ტრადიციულად, ყურადღებას შესანიშნავ ფლეილისთზე გავამახვილებთ. Pro Evolution Soccer-ის სახით, წლების განმავლობაში, FIFA-ს მძლავრი კონკურენტი ჰყავდა. ამ უკანასკნელის მსგავსად, […]
როგორ იზრდება EA Sports-ის შემოსავალი მხოლოდ ერთი რეჟიმით
Ultimate Team-ი FIFA-ს ყველაზე წარმატებული პროექტია. აღნიშნული რეჟიმი საფეხბურთო სიმულატორის უამრავ მოთამაშეს აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ EA Sports-ის მისამართით კრიტიკა ყოველწლიურად უფრო იმატებს, კომპანიის შემოსავალი მაინც საკმაოდ მზარდია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელში FIFA-ს ბიუჯეტი UltimateTeam-ის რეჟიმით თითქმის სამჯერ გაიზარდა. აქვე გეტყვით, რომ თამაშის ეს ნაწილი მოთამაშეს შესაძლებლობას აძლევს შეადგინოს დამოუკიდებელი გუნდი და ონლაინ რეჟიმში […]
მესის და რონალდუს შემდეგ – FIFA-ს გარეკანზე კილიან მბაპე მოხვდა
EA Sports-მა FIFA 21-ს გარეკანის ოფიციალური ფოტო წარადგინა. ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ვიდეო-თამაშის ახალ ვერსიას “პსჟ-ს” და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე დაამშვენებს. ახალგაზრდა ნიჭიერი თავდამსხმელისთვის ეს დიდი აღიარებაა, რადგან აქამდე FIFA-ს სხვადასხვა ვერსიების გარეკანზე ისეთი ფეხბურთელები მოხვედრილან, როგორებიც დავიდ ჟინოლა, დევიდ ბექჰემი, დენის ბერგკამპი, პოლ სქოულზი, რობერტო კარლოსი, რაიან გიგზი, ტიერი ანრი, ალესანდრო დელ პიერო, რონალდინიო, […]
ზლატანი FIFA-ს – ვინ მოგცათ ჩემი სახელით თანხის გამომუშავების უფლება?
ზლატანი მორიგი საფეხბურთო ვარსკვლავია, რომელიც EA Sports-ს აკრიტიკებს. FIFA ამჯერად არა გეიმფლეის, არამედ სხვა მიზეზის გამო დაიწუნეს. 39 წლის შვედი ფეხბურთელის განცხადებით, საფეხბურთო ვიდეოთამაშში მისგან სახელისა და სახის გამოყენების უფლება არავის აუღია. “ჩემი სახელისა და სახის გამოყენების უფლება EA Sports-ს ვინ მისცა? FIFPro?-მ (პროფესიონალი ფეხბურთელების საერთაშორისო ასოციაცია). FIFPro-ს წევრი არ ვიყავი და თუ ვარ, მაშინ […]
საუკეთესო სიმღერები FIFA-ს ისტორიაში
უდავო ფაქტია, რომ FIFA საუკეთესო საფეხბურთო სიმულატორია – ვიდეო თამაში, რომელიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს. მუდმივად მზარდი სათამაშო ხარისხის გარდა, EA Sport-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროდუქტს, გამორჩეული შტრიხი ახასიათებს: ყოველ წელს, განახლებულ FIFA-ში, 50 სიმღერით დაკომპლექტებული შესანიშნავი “ფლეილისთი” გვხვდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, FIFA რომ მუსიკალური ფესტივალი იყოს, გლასტონბერის არაფრით ჩამოუვარდებოდა. Pro Evolution Soccer-ის სახით, წლების განმავლობაში, […]
EA Sports-სა და FIFA-ს შორის არსებული თითქმის 30-წლიანი პარტნიორობა FIFA 23-ით დასრულდება. ინფორმაცია სათამაშო ინდუსტრიის ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა. დღეს ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო ვიდეოთამაშის ახალი სახელწოდება EA Sports FC იქნება და პირველი ნაწილი 2023 წელს გამოვა. ,,მომავალ წელს EA Sports FC ფეხბურთის მომავალი გახდება. ჩვენს 300-ზე მეტ ლიცენზირებულ პარტნიორთან ერთად, მზად ვართ, გლობალური ფეხბურთის გამოცდილება […]