“გუნდში ტრადიციული ავსტრალიური სულისკვეთება მჭირდება” | ედი ჯონსს ავსტრალიის გამარჯვების სჯერა
ავსტრალიის რაგბის ნაკრების მწვრთნელი ედი ჯონსი თვლის, რომ მის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია. 63 წლის სპეციალისტის თქმით, ამისთვის ყველამ ერთად უნდა იმუშაოს. მოხარული ვარ, რომ სახლში დავბრუნდი. ჩვენი საქმიანობით, ახალგაზრდა ავსტრალიელების გულები უნდა მოვიგოთ, რათა თავიანთ ეროვნულ გუნდს მხარი დაუჭირონ. მე მესია არ ვარ. ჩვენ ყველანი ვართ ამ საქმეში ჩართულნი. შედეგის მისაღწევად ყველას თავდაუზოგავი […]
დიდი დაბრუნება – ედი ჯონსი ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
წარმოშობით ავსტრალიელი, 62 წლის- ედი ჯონსი, ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ ედი ჯონსი 2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა. 2001-2005 წლების ჩათვლით კი ავსტრალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. სწორედ 2003 წელს, ედი ჯონსმა ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბის მსოფლიო თასის ფინალში გაიყვანა, თუმცა დამარცხდა. […]
“დამზადებული საქართველოში და გაფურჩქნული გლოსტერში” | BT Sport-ის სიუჟეტი ვალ რაფავა-რუსკინზე
საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელის, გია რაფავას შვილი ვალ რაფავა-რუსკინი ინგლისური სარაგბო სამყაროს აღფრთოვანებას განაგრძობს. BT Sport-თან საუბრისას, 30 წლის მორაგბემ მის სამომავლო გეგმებსა და მამასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. “ჩემი ბაბუა და მამა საქართველოს რაგბის ნაკრებს კაპიტნობდნენ. ეს არის ორი თაობა, რომელმაც მათი ქვეყნისთვის დიდი რამ გააკეთეს. მამას ჩემზე დიდი გავლენა აქვს. არის თამაშები, როცა მისგან ბევრს რჩევას ვიღებ. მან […]
“საქართველოს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია” – ედი ჯონსი
ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი – ედი ჯონსი, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ, საინტერესო პროგნოზს აქვეყნებს. ჯონსი, რომელიც შემოდგომის ერთა სერიებში ნაჩვენები არასახარბიელო რეზულტატის გამო დასაჯეს, სარაგბო ერებს 3 კატეგორიად ყოფს. “ერებს 3 კატეგორიად ვყოფ. პირველ კატეგორიაში რეიტინგის სათავეში მყოფ 6 ერს ვასახელებ. ტოპ 6-ში მყოფ ნაკრებებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ერთამენთის დამარცხება. […]
ინგლისის რაგბის კავშირმა ედი ჯონსი გაათავისუფლა
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ედი ჯონსი ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიელ სპეციალისტს სტივ ბორთვიკი ჩაანაცვლებს. შემოდგომის ერთა სერიების ეგიდით გამართული ტესტ-მატჩების ჩაგდება – განსაკუთრებით დასკვნით შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკასთან განცდილი მარცხი (13:27) ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ჯონსი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, ედი ჯონსი “წითელი ვარდების” […]
იოსებ ტყემალაძე – ედი ჯონსთან მოლაპარაკება არ გვაქვს
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ უარყო უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიმდინარეობს მოლაპარაკება ინგლისის ნაკრების ავსტრალიელ მთავარ მწვრთნელ ედი ჯონსთან და მან შესაძლოა ბორჯღალოსნები ჩაიბაროს. „საიდან გაჩნდა მედიაში ეს ინფორმაცია ვერ გეტყვით. ის სიმართლეს არ შეესაბამება. როდესაც მე წელიწადნახევრის წინ რაგბის კავშირში მოვედი, მიმდინარეობდა მოლაპარაკება რამდენიმე მაღალი დონის მწვრთნელთან, ისეთებთან როგორიც ედი […]
ედი ჯონსი არგენტინასთან წაგებას საკუთარ თავზე იღებს
ედი ჯონსი აცხადებს, რომ ის საკუთარ თავზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს, არგენტინასთან წაგებული მატჩის გამო. 51 წლის სპეციალისტი თვლის, რომ რამდენიმე მომენტში მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, რამაც საბოლოოდ გუნდზე ცუდად იმოქმედა. ედი ჯონსი მის მორაგბეებს მოუწოდებს, რომ გათავისუფლდნენ არგენტინასთან მიღებული შოკისგან და შემდეგი თამაშებისთვის მოემზადონ. ინგლისის ნაკრების თაკვკაცი ამბობს, რომ შემოდგომის სერიის მატჩებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს. […]
“არგენტინასთან წაგების მიუხედავად, ინგლისს რეალური პრობლემები არ აქვს” – ედი ჯონსი
კვირას “თვიქენჰემზე” 16 წლის შემდეგ პირველად, ინგლისის ნაკრები არგენტინის წინააღმდეგ, 29:30 დამარცხდა. ამის მიუხედავად, მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი აცხადებს, რომ მის გუნდს რეალური პრობლემები არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა “პუმების” წინააღმდეგ, საკმაოდ უდისციპლინო და შეცდომებით გაჯერებული თამაში აჩვენეს. “დიახ, იმედგაცრუებული ვარ თამაშით. ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ, თუმცა რიგ მომენტებში ელემენტარულ შეცდომებს ვუშვებდით. დღეს ბევრჯერ დავჯარიმდით, […]
შემოდგომის ერთა თასზე, ინგლისელების მაისურებზე გვარები იქნება დატანილი
შემოდგომის ერთა თასის ყველა შეხვედრაზე ინგლისელ მორაგბეებს ზურგზე საკუთარი გვარები ექნებათ გამოსახული. პირველად ბრიტანელები აღნიშნული მაისურებით, არგენტინასთან მოახლოებულ ტესტ-მატჩზე გამოვლენ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია პრემიერშიპის კლუბები ასეთი მაისურებით თამაშობენ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნული გუნდი ამას გააკეთებს. გადაწყვეტილება სპორტსმენების პოპულარიზაციის მიზნით მიიღეს. RFU-ს აღმასრულებელი დირექტორი ბილ სვინი გეგმავს, რომ ეს სიახლე ქალთა […]
ყველაზე არაინგლისური ინგლისის ნაკრები – ედი ჯონსის ექსპერიმენტი
ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი, რომელიც შოტლანდიისა და უელსის რაგბის კავშირებს სელექციის გამო მუდმივად აკრიტიკებდა, თავად გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი. გაგიკვირდებათ და ჯონსმა, რომელიც მუდმივად აპელირებდა შოტლანდიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებების რიგებში მოთამაშე “უცხოტომელების” რაოდენობის შესახებ, ინგლისის ნაკრებში 8 არაინგლისელს უხმო. რაგბის ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ედი ჯონსის რჩეულთა […]
6 ერი | ინგლისი საფრანგეთის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა
2022 წლის ექვსი ერის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება შედგება. 19 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე, ლეგენდარულ “სტად დე ფრანსზე” საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ინგლისს უმასპინძლებს. საკუთარ კედლებში გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, საფრანგეთი 2022 წლის ექვსი ერის ტრიუმფატორად მოგვევლინება. “გრანდ სლემამდე” ფრანგებს ერთი ნაბიჯი აშორებთ და ფავორიტის სტატუსით სარგებლობენ. საფრანგეთთან გასამართი მატჩის წინ, ინგლისის მორაგბეთა […]
6 ერი | ინგლისი ირლანდიის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა
2022 წლის 6 ერის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში, ინგლისი ირლანდია დაუპირისპირდება. “ვარდებისა” და “სამყურების” მატჩი, 12 მარტს, თბილისის დროით 20:45 საათზე, “ტვიქენჰემზე” გაიმართება. ირლანდიასთან გასამართი მატჩის წინ, ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ედი ჯონსმა, “ვარდების” შემადგენლობა დაასახელა. Eddie Jones has named his team for #ENGvIRE 🌹@O2 | #WearTheRose — England Rugby (@EnglandRugby) March […]