ვლადიმირ დიმიტროვსკი: “ეს ტაქტიკური ბრძოლა იქნება, რომელი გუნდიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, გამარჯვებულიც ის გახდება”
ვლადიმირ დიმიტროვსკი საქართველოს ჩემპიონატის ერთადერთი მაკედონიელი ლეგიონერია. 31 წლის ცენტრალური მცველი 2020 წლის იანვრის შემდეგ, “თელავის” მაისურს ირგებს და კახური გუნდის შემადგენლობაში უკვე 8 მატჩის ჩატარება მოასწრო. დიმიტროვსკის კარიერის განმავლობაში ისეთი გუნდების შემადგენლობაში უთამაშია, როგორიც “რაბოტნიჩკი“, “ვარდარი“, “მლადა ბოლესლავი“, “ყარაბახი“, “ტეპლიცე“, “კერკირა” და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებია. ეროვნული ლიგის მაკედონიელმა ლეგიონერმა მის სამშობლოსა და საქართველოს ნაკრებს შორის […]
მაკედონია თბილისში შესაძლოა დიდი დანაკლისით ჩამოვიდეს – ნაპოლი ფეხბურთელებს ნაკრებებში არ უშვებს
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში შესაძლოა სერიოზული დანაკლისით ჩამოვიდეს. როგორც მაკედონიური გამოცემები იტალიურ Corriere dello Sport-ზე დაყრდნობით იუწყებიან, სერია A-ს რამდენიმე კლუბი კორონავირუსის პანდემიისგან თავდაცვის და ფეხბურთელების უსაფრთხოების მიზნით, სანაკრებო პაუზის დროს მოთამაშეთა ეროვნულ გუნდებში გაშვებას არ აპირებს. ამ გუნდების ნუსხაში “იუვენტუსი” და “ნაპოლიც” შედიან, ამ უკანასკნელის რიგებში კი მაკედონიელი ნახევარმცველი ელიფ ელმასი ირიცხება. 21 წლის ფეხბურთელს ჩრდ. […]
ელიფ ელმასი: “საქართველოში ჩვენი ქვეყნისთვის ვითამაშებთ”
საქართველოს ნაკრებთან გასამართი ისტორიული შეხვედრის წინ, მაკედონიის ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ელიფ ელმასმა კომენტარი გააკეთა. “ნაპოლის” ნახევარმცველი თბილისში საბრძოლო განწყობით მოემგზავრება. “ფინალი, ერთი მატჩი და ძალიან ბევრი ბრძოლა. რთული მატჩი იქნება, სასწორზე ბევრი რამ დევს, მაგრამ ამისთვის ვემზადებოდით და ვეცდებით მაქსიმუმი გავიღოთ, რაღა საბოლოო წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენ გვჭირდება კონცენტრაცია და ენერგია მთელი 90 წუთის განმავლობაში. […]
ოფიციალურად – პანდევი და ელმასი საქართველოსთან ითამაშებენ
უკვე ოფიციალურად დასტურდება ის ინფორმაცია, რომ 12 ნოემბერს ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს გორან პანდევი და ელიფ ელმასი დაეხმარებიან. გავრცელებული კადრების მიხედვით, ორივე მათგანი უკვე მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეშია და უახლოეს მომავალში გუნდთან ერთად საქართველოსკენ გამოფრინდება. შეგახსენებთ, რომ პანდევი (ჯენოა) და ელმასი (ნაპოლი) სერია A-ში თამაშობენ, ხოლო კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, იყო საფრთხე რომ კლუბები ფეხბურთელებს სანაკრებო […]
დადასტურდა: გორან პანდევი და ელიფ ელმასი მაკედონიის ნაკრებს შუერთდნენ (ვიდეო)
მაკედონიურ სპორტულ მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული შოკისმომგვრელი ინფორმაციები გაბათილებულია. გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ გუნდის ის ლიდერები, რომელიც სერია A-ში თამაშობენ ნაკრების დახმარებას ვერ მოახერხებდნენ, გაქარწყლებულია. გუნდის კაპიტანი გორან პანდევი და ნახევარმცველი ელიფ ელმასი მათმა კლუბებმა, შესაბამისად “ჯენოამ” და “ნაპოლიმ” სამშობლოში გაუშვეს. ფეხბურთელები უკვე სკოპიეში იმყოფებიან და საქართველოს დედაქალაქში გამოსამგზავრებლად ემზადებიან. მათთან ერთად გუნდს […]