6-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ: ელვინ ტერამ საბურთალო დატოვა
6-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ელვინ ტერამ “საბურთალო” დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. კენიელ ნახევარმცველს, რომელიც “საბურთალოში” 18 წლის ასაკიდან ირიცხებოდა, კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ლეგიონერი კარიერას სომხურ “არარატ-არმენიაში” გააგრძელებს, რომელიც 2019 წლის ზაფხულში, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალოს” მეტოქე გახლდათ […]
ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრა, ტურნირის 10-გუნდიანი ფორმატის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალშედეგიანი გამოვიდა და სულ 2 გოლი გავიდა. აქამდე ჩატარებული 165 ტურის ჯამში, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ხუთ შეხვედრაში 3-ზე ნაკლები გოლი გავიდა. საინტერესოა, რომ თითო-თითო გოლი აჭარულმა კლუბებმა გაიტანეს: ბათუმის “დინამომ” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი “დინამო თბილისი” გიული მანჯგალაძის მიერ გატანილი გოლით […]
გადადებული თბილისური დერბი დინამომ მოიგო – საბურთალოს ზედიზედ მეორე მარცხი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის გადადებული შეხვედრა 23 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” გაიმართა. “დინამო” და “საბურთალო” ერთმანეთს თავდაპირველად, 4 ოქტომბერს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრების ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრის დროს, მოედნის საფრის კარგ მდგომარეობაში ყოფნის გამო, თბილისური დერბი გადაიდო. საინტერესოა, რომ ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საქართველოს ჩემპიონატში თითქმის თვენახევრიანი პაუზის შემდეგ ითამაშა, რაც გუნდის ევროსარბიელზე გამოსვლით, შემდეგ კი […]
ეროვნული ლიგა: X ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მეათე ტური ამ სეზონში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. იგი 12 აგვისტოს დაიწყო და 19-ში დასრულდა. სრულ ერთ კვირას გაგრძელებულ ტურში, გულშემატკივარს თითო დღეს თითო მატჩის ხილვის შესაძლებლობა მიეცა. სათამაშო კვირა კახეთის ცენტრში, ადგილობრივი “თელავისა” და მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისის” უგოლო ფრით დაიწყო და გორში, “დილასა” და “ტორპედოს” მატჩით დასრულდა, რომელშიც მასპინძლებმა – 3:1 იმარჯვეს. […]
ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა და საქართველოს ჩემპიონატმა თითქმის ერთთვიანი პაუზაა აიღო. ზაფხული პირველ პოზიციაზე “დინამო ბათუმმა” დაასრულა, რომელმაც ბოლო შეხვედრა თბილისში, “მერანს” – 2:1 მოუგო. აჭარელთა ლიდერობაში წვლილი მათმა უშუალო კონკურენტმაც შეიტანა – “დინამო თბილისმა” ქულები კახეთში, “თელავთან” დაკარგა – 0:0. კიდევ ერთი უგოლო ფრე ითამაშა კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა – “ლოკომოტივმა” სამტრედიიდან ქულა წამოიღო. […]
ეროვნული ლიგა: VIII ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მერვე ტურის გახსნითი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, უხვგოლიანობით არც სხვა მატჩები გამორჩეულა, ერთადერთი შემთხვევა კი, როცა თამაშში სულ მცირე 3 ბურთი გავიდა, “ლოკომოტივისა” და “ტორპედოს” დაპირისპირება აღმოჩნდა. მერვე ტურის შედეგები: “თელავი” – “მერანი” 0:0 “დინამო თბილისი” – “ჩიხურა” 1:0 “ლოკომოტივი” – “ტორპედო” 1:2 “საბურთალო” – “დილა” 1:1 “დინამო ბათუმი” – “სამტრედია” 2:0 საერთო ჯამში, […]
10-კაციანმა დილამ ექს-ჩემპიონთან ქულა გადაარჩინა და ლიდერობა შეინარჩუნა
ამ სეზონში უკვე მესამედ მოხდა, რომ 10-კაციანმა გორის “დილამ” თამაშის სცენარის შემობრუნება მოახერხა. თელავში, ადგილობრივ გუნდთან ბოლო წუთზე გადარჩენილი ქულის (1:1) და მოქმედ ჩემპიონ “დინამო თბილისთან”, თანაც სტუმრად დამატებით დროში, (2:1) გამარჯვების შემდეგ, გიორგი ნემსაძის კაცნაკლულმა გუნდმა ქულა ამჯერად ექს-ჩემპიონ “საბურთალოს” აართვა. ეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 2 აგვისტოს გამართულ მატჩში მოხდა, სადაც თბილისურმა და […]