ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრა, ტურნირის 10-გუნდიანი ფორმატის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალშედეგიანი გამოვიდა და სულ 2 გოლი გავიდა.

აქამდე ჩატარებული 165 ტურის ჯამში, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ხუთ შეხვედრაში 3-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

საინტერესოა, რომ თითო-თითო გოლი აჭარულმა კლუბებმა გაიტანეს: ბათუმის “დინამომ” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი “დინამო თბილისი” გიული მანჯგალაძის მიერ გატანილი გოლით დაამარცხა, ხოლო ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა ქობულეთის “შუქურამ” 3 ქულა “სამტრედიას” წინააღმდეგ, ზესტაფონში ჯეფერსონ ჯერალდოს ზუსტი დარტყმით აიღო. მნიშვნელოვანია, რომ ორივე გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა და სეზონის გამორჩეულ მომენტებში ადგილს აუცილებლად დაიმკვიდრებს.
რაც შეეხება დარჩენილ სამ შეხვედრას, ისინი გოლის გარეშე დასრულდა. ფრედ “საბურთალომ” და ქუთაისის

“ტორპედომ”, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და ასევე “თელავმა” და “სამგურალმა” რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ითამაშებს.

კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც გოლი არ გასულა გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” შედგა და მასში ერთმანეთს გორის “დილა” და თბილისის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ. გოლი არც ამ დუელში გვიხილავს, თუმცა სანახაობა არ მოგვკლებია. ეს ის შემთხვევაა, როცა შემტევებზე უკეთ მეკარებმა ითამაშეს: გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ლუკა გუგეშაშვილმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ პოზიცია, რომელზეც საქართველოს ნაკრებს ყველაზე ნაკლები პრობლემა ექნება, მეკარისა გახლავთ.

ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  1

მესამე ტურის შედეგები:  

“შუქურა” – “სამტრედია” 1:0

“დინამო თბილისი” – ბათუმის “დინამო” 0:1

“თელავი” – “სამგურალი” 0:0

“დილა” -“ლოკომოტივი” 0:0

“საბურთალო” – “ტორპედო” 0:0

მესამე ტურის დასრულების შემდეგ, ცხრილს სათავეში 7-7 ქულით ორი დაუმარხცებელი გუნდი, გორის “დილა” და ბათუმის “დინამო” ჩაუდგნენ, სამეულს კი კიდევ ერთი წაუგებელი კლუბი, “საბურთალო”, 5 ქულით ასრულებს. რაც შეეხება გასავარდნ ზონას, ბოლო პოზიციაზე “სამტრედიაა“, ერათადერთი გუნდი, რომელსაც ჯერ ქულა არ მოუპოვებია, მეცხრე და მერვე ადგილებს კი შესაბამისად, “ტორპედო” (1 ქულა) და “სამგურალი” (3 ქულა, წაუგებელი) იკავებენ.

სატურნირო მდგომარეობა მესამე ტურის შემდეგ:

ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  2

მესამე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. 

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (“ლოკომოტივი”).

მცველები: თორნიკე ძოწენიძე (“თელავი”), შალვა ბურჯანაძე (“სამგურალი“), ბაქარ მირცხულავა (“ტორპედო”), ვანდერსონ სილვა (“დილა”), გრიგოლ ჩაბრაძე (ბათუმის “დინამო”).

ნახევარმცველები: ელვინ ტერა (“საბურთალო”), რატი არდაზიშვილი (“თელავი”), სანდრო ალთუნაშილი, გიული მანჯგალაძე (ორივე ბათუმის “დინამო”).

თავდამსხმელები: ჯეფერსონ ჯერალდო (ქობულეთის “შუქურა”).

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე (ბათუმის “დინამო”).

განლაგება: 4-5-1.

ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  3

ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

სტატიის ავტორი
-