ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც “ტირანამ” “დინამო თბილისს” “დინამო არენაზე” 2:0 აჯობა, ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ქართველი და ალბანელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ვერ ვიტყვი, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა უგულოდ ითამაშეს და მონდომება დააკლდათ. არა, ეს ასე არ ყოფილა, მათ გამარჯვება ყველაზე მეტად უნდოდათ, უბრალოდ არ გაგვიმართლა. მეტოქემ შეტევის შესაძლებლობა მოგვცა, […]